თავშესაფრის მოთხოვნა იტალიაში - პასუხი ყველა კითხვაზე (VIDEO)
ExclusiveTV-მ გასულ კვირას დაიწყო ახალი პროექტი “მედია გზამკვლევი” - საემიგრაციო საკითხებში (იტალია)
ეს იქნება გადაცემების ციკლი, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვის რეჟიმში გავა და სადაც დეტალურად იქნება განხილული ის თემები, რომელიც იტალიაში ემიგრაციას, მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, ბიუროკრატიას და ამ გზაზე შემხვედრი სირთულეებიდან გამოსვლის გზების გაცნობას შეეხება.
წამყვანი: ჟურნალისტი ნინა მამუკაძე (ფლორენცია).
სტუმარი და თანაწამყვანი: მედიატორი და თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი (ნეაპოლი).
პირველი გადაცემის თემა, რომელიც 18 მარტს გავიდა პირდაპირ ეთერში, გახლდათ თავშესაფრის მოთხოვნა იტალიაში - Richiesta di asilo in Italia.
გადაცემის დასრულების შემდეგ, კომენტარებში დაისვა კითხვები, ჩვენ ვეცადეთ ამომწურავი პასუხები გაგვეცა ამ დამატებით კითხვებზეც, რომლებსაც გადაცემის ვიდეოსთან ერთად გთავაზობთ. კითხვებს კვლავ მაკა ხაჩოშვილი პასუხობს:
- აუცილებელია თუ არა, განმცხადებელს ჰქონდეს იტალიურ ენაზე ნათარგმნი ისტორია?
- სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის, ქვესტურაც და პრეფექტურაც უზრუნველყოფენ თარჯიმნით მომსახურებას.
- თუ აქვს სტუმარს სტატისტიკა რამდენმა აპლიკანტმა ვერ მიიღო საბუთი?
- მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს.
- იტალიაში დაბადებული ბავშვის შემთხვევაში, მშობლებს უადვილდებათ საბუთების გაკეთება?
- დიახ, ბავშვის იტალიაში დაბადების შემთხვევაში, მშობლებს უადვილდებათ საბუთების წარმოება, თუ გავითვალისწინებთ 31-ე მუხლის დებულებებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს არასრულწლოვანს და მშობელს მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა.
- რა შეღავათებით სარგებლობს თავშესაფრის მოთხოვნით სტატუსის მიღების შემდეგ პირი?
- ანალოგიური უფლებებით და შეღავათებით რომლებითაც სარგებლობენ იტალიის მოქალაქეები, იქნება ეს სამედიცინო მომსახურება, საოციალური სერვისები, თუ განათლების მიღება და ა.შ.
- პოლიტიკური სტატუსის მქონე 5 წლიანი საბუთის მქონეს, როდესაც გინდა შეიტანო მოქალაქეობაზე განაცხადი, როგორც ვიცი უნდა გქონდეს ბოლო სამი წლის გადახდილი კონტრიბუტები (დღგ), რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- პოლიტიკური მოტივით დევნილის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს რეკვიზიტები საჭირო არ არის.
- თავშესაფრის მოთხოვნით საბუთის გაკეთების შემდეგ პასპორტი უნდა დაიტოვოს სახელმწიფომ?
- სანამ საქმე წარმოებაშია, პასპორტი რჩება ქვესტურაში, მაგრამ ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ უარი თქვათ დაცვის მოთხოვნაზე და პასპორტი გამოითხოვოთ.
- ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ჩაბარების შემთხვევაში, თუ ხდება წამლებით უზრუნველყოფა?
- არსებობს მედიკამენტების კატეგორია, რომელსაც ჯანდაცვის სამსახური უფასოდ უზრუნველყოფს.
- მოგესალმებით, მე ვარ დევნილი 2008 წლიდან და ამ მიზეზით თუ შემიძლია თავშესაფრის შესახებ განაცხადის გაკეთება?
- რა თქმა უნდა, შეგიძლიათ.
გადაცემა სრულად შეგიძლია იხილოთ აქ 👇
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























