ვის შეუძლია მიიღოს “DISOCCUPAZIONE“ - უმუშევრობის შემწეობა
exclusivetv.ge-ს პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, იტალიაში მყოფ ემიგრანტებს მიაწოდოს სამართლებრივ და შრომით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციები, რომელიც მიმღებ ქვეყანაში მოქმედებს, დღეს „DISOCCUPAZIONE NASPI“-ს შესახებ მოუთხრობს.
უმუშევრობის შემწეობის შესახებ, Sindacato UCI/ Patronato ENAC - ის წარმომადგენელი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ჯგუფ „ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები“-ს დამფუძნებელი, ხათუნა ტატუნაშვილი ესაუბრება.
DISOCCUPAZIONE NASPI განმარტება - NASPI დასაქმების ახალი სოციალური დაზღვევა, უფრო სწორად “INPS”-ის მიერ (INPS სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) შემუშავებული შეღავათი, რომელიც განპირობებულია რეგულარული კონტრაქტით დაქირავებული მუშაკებისთვის შემოსავლების მხარდასაჭერად, სამსახურის უნებურად დაკარგვის შემთხვევაში.
ვის ეკუთვნის უმუშევრობის შემწეობა? - პირს, რომელსაც ეკონომიკური დისბალანსის ზოგადი მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, ისარგებლოს მუშაობის უფლებით, მისი შესაძლებლობების შესაბამისად;
- პირს, რომელიც დარჩენილია ანაზღაურებადი დაქვემდებარებული სამუშაოს გარეშე და არის ახალი სამსახურის ძიებაში;
- პირს, რომელმაც უნებურად დაკარგა სამსახური, ან განთავისუფლებულია იძულებით;
- პირს, რომელსაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გადახდილი აქვს მინიმუმ 13 კვირის შენატანები - (CONTRIBUTI).
უმუშევრობის შემწეობით ვერ ისარგებლებს ის უცხოელი,რომელიც არის პირველი ბინადრობის ნებართვის მოლოდინში - (მაგალითად, „სანატორია 2020“ - ის პროგრამაში მონაწილე პირები ბინადრობის ნებართვის აღებამდე ვერ ისარგებლებენ უმუშევრობის შემწეობით).
განვიხილოთ უმუშევრობის შემწეობის პრინციპები საშინაო მუშაკებისთვის: როგორ, როდის და სად უნდა მოითხოვოს უმუშევრობის შემწეობა შინაურმა მუშაკმა?
- უმუშევრად დარჩემილი პირი მიმართავს “CAF”-სა და პატრონატოებს დახმარებისთვის, რომლებიც ელექტრონულად, უფასოდ გააგზავნიან განაცხადს უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის შესახებ შესაბამის სტრუქტურებში;
- უმუშევრად დარჩენილი პირი რეკავს INPS - ის საკონტაქტო ცენტრის უფასო ნომერზე 803 164 საქალაქო ტელეფონიდან, ან ნომერზე 06 164 164 მობილური ტელეფონიდან;
- უმუშევრად დარჩენილი პირი ვალდებულია, მოითხოვოს უმუშევრობის შემწეობა სამსახურის დაკარგვიდან 68 დღის განმავლობაში.
ვინ იხდის შინა მოსამსახურისთვის უმუშევრობის შემწეობას? - საშინაო მუშაკისთვის უმუშევრობის შემწეობას იხდის “INPS” ორი წლის განმავლობაში. “INPS”-ის უმუშევრობის შემწეობის უფლების მისაღებად, სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტამდე 12 თვით ადრე, საშინაო მუშაკს უნდა ჰქონდეს ნამუშევარი მინიმუმ 5 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 120 საათი საერთო ჯამში და მინიმუმ 24 საათი ყოველ კვირაში.
რა ხდება დამსაქმებლის გარდაცვალების შემთხვევაში? - პრაქტიკაში, გარდაცვლილი დამსაქმებლის ოჯახის წევრს შეუძლია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მოახლე ან მომვლელი, თუმცა განთავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების არარსებობის გამო, საშინაო მუშაკს უნაზღაურდება ხელფასი იმ დღეების შესაბამისად, როდესაც მას უნდა ემუშავა სტაჟისა და კვირეული საათების მიხედვით.
როგორ თავისუფლდება საშინაო მუშაკი უვადო სამუშაო ხელშეკრულებიდან? - წერილობითი განთავისუფლება არ არის სავალდებულო, მაგრამ, თუ თანამშრომელი ითხოვს, დამსაქმებელს მოეთხოვება გადასცეს განთავისუფლების წერილი. მომვლელის მხრიდან სერიოზული დარღვევების შემთხვევაში, სამსახურიდან განთავისუფლება შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ, გაფრთხილების გარეშე.
როგორ მუშაობს უმუშევრობის შემწეობის ანაზღაურება? - უმუშევრობის ხანგრძლივობა მერყეობს თითოეული ინდივიდის შენატანების - (CONTRIBUTI) ისტორიის მიხედვით: შემწეობა გაიცემა იმ კვირების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც უტოლდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შენატანების კვირის ნახევარს, მაქსიმუმ 24 თვემდე, ხელფასის 75%-ის ოდენობით, რომელიც გაცემის 91-ე დღიდან მცირდება თვეში 3%-ით.
სამართლიანი მიზეზით გათავისუფლებულებს აქვთ თუ არა უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის უფლება? - დასაქმებულს უფლება აქვს მიიღოს უმუშევრობის შემწეობა სამუშაოს უნებურად, ან იძულებით დაკარგვის შემთხვევაში, თუ არსებობს იძულების დამადასტურებელი სამართლიანი მიზეზი.
რამდენჯერ შეიძლება უმუშვრობის შემწეობის მოთხოვნა? - იმის გამო, რომ ”NASP”-ის განაცხადების მაქსიმალური რაოდენობა არ არის წარმოდგენილი, მუშაკს, რომელიც რჩება უმუშევარი, შეუძლია მიმართოს NAPS-ს ყოველი მსგავსი შემთხვევისას.
ყურადღება! INPS-ში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის განაცხადის წარდგენიდან 15 დღის ვადაში, უმუშევარი პირი ვალდებულია დაუკავშირდეს დასაქმების ცენტრს - (CENTRO DELL'IMPIEGO) პერსონალური შეთანხმების გასაფორმებლად, რომ მიიღოს მონაწილეობა სემინარებში, ან სხვა ინიციატივებში აქტიური სამუშაოს ძიების უნარების გასაძლიერებლად; მონაწილეობა სასწავლო ინიციატივებში ან პროფესიული უნარების კვალიფიკაციის ამაღლებაში; მიიღოს შესაბამისი სამუშაო შეთავაზებები. დასაქმების ცენტრს აქვს 2 თვე, რომ გამოიძახოს თანამშრომელი გასაუბრებაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე. გამოძახებიდან უმუშევარს აქვს 15 დღის ვადა, რომ გამოცხადდეს დასაქმების ცენტრში. უმუშევარი პირის მხრიდან ვიზიტის დარღვევის შემთხვევაში წესდება ჯარიმა უმუშევრობის შემწეობის 1/4-ის ოდენობით, რომელიც სხვაგვარად იქნებოდა გადასახდელი.
“NASP” მოქმედებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მერვე დღიდან, განაცხადის მოგვიანებით წარდგენის შემთხვევაში კი, მომსახურება იწყება მოთხოვნის წარდგენის პირველივე დღიდან. წყვეტილი მუშაობის შემთხვევაში უმუშევრობის შემწეობა ჩერდება, მაგრამ მხოლოდ ფაქტობრივი სამუშაო შესრულების დღეებისთვის; თვითდასაქმების შემთხვევაში, თუ მიღებული შემოსავალი დაბალია უმუშევრობის მდგომარეობის შენარჩუნების ლიმიტზე - (4,800 ევრო კალენდარული წლის განმავლობაში), სავარაუდო შემოსავლის შესახებ “INPS”-ისთვის შეტყობინების შემდეგ, მუშაკი ინარჩუნებს უმუშევრობის შემწეობით სარგებლის უფლებას, რომელიც შეიძლება შემცირდეს.
მომდევნო საკითხი დაეთმობა, დამსაქმებლის მხრიდან არასათანადო ანაზღაურების, იგივე ტრეფიკინგის შემთხვევების კანონიერ მიდგომებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა
📌 DIMISSIONI - კანონი დასაქმებულის მხრიდან, სამსახურის ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ
📌 იტალიაში ხარ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებ?! - გამოსავალი STP-ა
1791982481
ახალი ამბებისამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მამა-შვილი დაჭრა
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სა...
1791982196
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...
1791980295
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...
1791977521
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე
„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...
1791976016
საზოგადოებაზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...


























