2003 წელს რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები, საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2003 წელს რუსეთში საგამოფენოდ გატანილი ნამუშევრების საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.

საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს თავისი ექვსივე ექსპონატი დაუბრუნდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუზეუმო ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძისა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, გიორგი ქაჯაიას აქტიური მონაწილეობით წარიმართა.

დღეს ექვსი ექსპონატი ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს უბრუნდება. ესენია: ბორის ფოგელი – „თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე – „ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი – „სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი – „ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო – „ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი – „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).

თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა სიხარულიძესა და გიორგი ქაჯაიას  გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, პროექტის მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს ზურაბ წერეთელს.

„შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა – ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“. მანამდე კი, მიმდინარე წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“)“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე წაიკითხეთ:

🔵განგაშის საფუძველი არ არსებობს - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

🔵კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა საქართვეელოში კორონავირუსით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789996724

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6074 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6071 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა

1789995353

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1789994004

ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა,...

პოლიციამ დმანისში

1789993251

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ.-ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1789992708

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: მიიღეს თუ არა დავალება, ამ სამარცხვინო ადამიანმა ასეთი განცხადება გააკეთა, არ გამოუვა ბატონ გვარამიას ასეთი სიბინძურე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალ...

გიორგი სოსიაშვილი