გიორგი სოსიაშვილი: მიიღეს თუ არა დავალება, ამ სამარცხვინო ადამიანმა ასეთი განცხადება გააკეთა, არ გამოუვა ბატონ გვარამიას ასეთი სიბინძურე
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ვისაც აფხაზები სძულს, ვისაც ოსები სძულს, მას სძულს საქართველო. მას სძულს ქართველი ხალხი და მისი განცხადება, სამარცხვინო განცხადებაა და პირდაპირ, ესე იგი, ერთიან ამ ნარატივში ჯდება. ჩვენ გვახსოვს რა განცხადებაც გააკეთა მისმა თანამოაზრემ, თანამებრძოლმა ბარამიძემ.
როდესაც რაღაც გარკვეული ყინული ლღვება და შერიგების კონტურები გამოიკვეთა ჩვენსა და აფხაზებს შორის და ჩვენსა და ოსებს შორის, მაშინვე ამ აგენტურამ აამუშავა თავისი სცენარები, იმიტომ, რომ აფხაზებისა და ქართველების შერიგება, ოსებისა და ქართველების შერიგება მათთვის არის მიუღებელი. მათთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს არეულობა, მუდმივად იყოს რაღაცა კონფლიქტის კერები და ეს დავალება მიიღეს თუ არა, ამ სამარცხვინო ადამიანმა, რომელიც თვითონ აფხაზეთიდან არის, გააკეთა ასეთი განცხადება.
არ გამოუვა ბატონ გვარამიას და მის თანამოაზრეებს ასეთი სიბინძურე და ტყუილად აბრალებენ ქართველ ხალხს რაღაცა სიძულვილს. ქართველ ხალხს არავინ არ სძულს. ეს მათი ნარატივია, მათი დღის წესრიგია, მათი ფიქრია და მე ვფიქრობ, ამ კაცს არავინ არ უყვარს, ქართველი ხალხიც არ უყვარს ამ ადამიანს, უყვარს მარტო თავისი გარე პატრონები“, - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
1789986678
საზოგადოებასამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პრ...
1789986180
მსოფლიოევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ
„ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 21 სექტემბერს დილით გამართულ შეხვედრაზე ევროკავშ...
1789983900
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება
„პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და...
1789983139
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო...
1789981942
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად
„ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლ...





























