"ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ/პარალელურად ჭკვიანურია პრობიოტიკების მიღება" - რა უნდა იცოდეთ ნაწლავზე და ტვინის კავშირზე
ახალი პერსპექტივები ნაწლავზე და ტვინზე:
ნაწლავის გაწმენდა - ახლავე გეტყვით, რომ ძალიან არაჯანმრთელად ჟღერს სამედიცინო განათლების მქონე ადამიანისთვის.
ჩვენი ორგანიზმი თავად წმენდს, თუ რამე გასაწმენდია!
განსაკუთრებით ნაწლავი კი არის ძალიან სენსიტიური, მაღალკომპლექსური, სათუთად ორკესტრირებული მიკრიობიომის სისტემა, მილიარდობით ბაქტერიის საცხოვრებელი, რომელთა გარეშეც ჩვენ ვერ ვიქნებოდით ცხოვრებისუნარიანი.
ნაწლავში 10-ჯერ მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ჩვენ გვაქვს ადამიანური უჯრედი.
დიახ, ხელახლა გადაიკითხე - 10-ჯერ მეტი ბაქტერიაა ჩვენში, ვიდრე ჩვენივე უჯრედი!
შესაბამისად თუ ვინმე შემოგვთავაზებთ ნაწლავების გამწმენდ დიეტას ან მკურნალობას, მან არ იცის ელემენტარული ანატომია და ფიზიოლოგია!
ერიდეთ ასეთ სახიფათო და ზიანის მომტან ხალხს! ⛔
თან გაუფრთხილდით ფინანსებს!
ნაწლავს ძალიან უყვარს, როცა ჩვენ ვმოძრაობთ, აქტიურები ვართ (მაგრამ არა უშუალოდ ჭამის შემდეგ!)
ასე რომ ფეხით იარეთ, ლიფტი და ესკალატორები იშვიათად გამოიყენეთ, ორგანიზმის მადლობას კი მალევე მკაფიოდ იგრძნობთ.
ნაწლავის ბაქტერიებს ასევე უყვართ ბოსტნეული, ნიგოზი, ბურღულეული. თუ მათ ჩვენ მივცემთ ამას, ისინი მოგვცემენ უჯანმრთელეს ცხიმმჟავებს, როგორიცაა ბუტირატი, პროპიონატი და ასე შემდეგ
ნაწლავის ბაქტერიები, სხვა ფაქტორებთან კონტექსტში, ასევე წყვეტენ, ჩვენ გვექნება თუ არა ჭარბი წონა, დიაბეტი, კრონის დაავადება თუ ასთმა, მაგალითად ბაქტერია სახელით Akkermansia muciniphila
მეგობარი ბაქტერია Faecalibakterium prauznitsii აუცილებელია თავად ნაწლავის ბარიერისთვის და გვიცავს ანთებითი პროცესებისგან.
ნაწლავის რეალური გაწმენდა ძალიან იშვიათად ხდება ექსტრემალურ სიტუაციებში
მაგალითად ნაწლავს ვცლით შიგთავსისგან კოლოსკოპიის (ნაწლავის შიგნიდან დათვალიერება სპეციალური შლანგისმაგვარი ინსრუმენტით - ენდოსკოპით) წინ, რომ ექიმმა კარგად დაინახოს ყველაფერი.
ან ძალიან მძიმე გასტროენტეროლოგიური დაავადებების დროს (ჰეპატოენცეფალოპათია, IBS Irritable Bowel Syndrom...) ხდება ლოკალურად მოქმედი ანტიბიოტიკებით ნაწლავის სელექტიური დეკონტამინაცია, ანუ გარკვეული ბაქტერიების მოკვლა.
გაგიკვირდებათ - ძალიან ეფექტურია განავლის გადანერგვა, ამ
მხრივ მიმდინარეობს ბევრი საინტერესო კვლევა.
ჯანმრთელი ადამიანის განავლის გადანერგვით ავადმყოფი ადამიანის ნაწლავში იკურნება ისეთი დაავადებები როგორიცაა კრონის დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა მრავალი
გაუფრთხილდით ნაწლავს, რადგან ის ჩვენი მეორე ტვინია და პირდაპირ ჩართულია პირველი, თავის ტვინის პროცესებში
ბედნიერების ჰორმონის სეროტონინის 95% პროცენტი სწორად ნაწლავში წარმოიქმნება. სეროტონინის კი განაგებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს.
✅ძილი
✅მადა
✅ტემპერატურა
✅განწყობა
✅ხასიათი
✅შიში / შფოთვა
✅სექსუალობა
ბევრი ნევროლოგიური თუ ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული დაავადება, სინდრომი სწორად ნაწლავიდან მოდის / იმართება.
ამიტომაც არ შეიძლება ბანალური ინფექციების დროს რეფლექსურად ანტიბიოტიკების მიღება, რადგან ასე ვანადგურებთ წარმოუდგენელი მასშტაბით ნაწლავის ეკოსისტემას.
შედეგი კი ხშირად ქრონიკული დაავადებებია კომბინაციაში ექიმებთან სიარულის ოდისეასთან.
ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ/პარალელურად ჭკვიანურია პრობიოტიკების მიღება!
ჯანსაღ ნაწლავში ჯანსაღი ფსიქიკაა!
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
წყარო:
ფეისბუკგვერდი "თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია"
ასევე საინტერესოა:
📍უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსული ტანკი T-90 სახელად "ვლადიმირი" გაანადგურა
1791384011
ახალი ამბებირადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...
1791383309
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...
1791383197
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში
„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...
1791381935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...
1791380679
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი
„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...

























