"გამარჯობა" თუ "გამარჯობათ" - შეამოწმე შენი ცოდნა!
„გამარჯობათ არა! გამარჯობა!“ - თქვენც ვერ ჩამოყალიბდით და ამის გამო შენიშვნა მიგიღიათ??
სინამდვილეში ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ორივე ფორმა სწორია, როგორც „გამარჯობა“, ასევე „გამარჯობათ“.
ასევე არ შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს „საღამო მშვიდობისათ!“, „დილა მშვიდობისათ!“ რადგან ასეთი მიმართვა მრავლობით ფორმას გამოხატავს, ისევე როგორც „გამარჯობათ“ და საზოგადოებაში დამკვიდრებულია.
„თ“-ს დართვით ირკვევა ერთს ესალმებით თუ რამდენიმეს, ასევე თავაზიანად მიმართავთ თუ არა, უფრო მეტიც, ვისაც შენობით ესაუბრებით, მათთან „გამარჯობა“ გამართლებულია, თუ უცნობს გინდათ პატივისცემით მიმართოთ, მაშინ „გამარჯობათ“ დაშვებული ფორმაა.
„გამარჯობათ“ - ამ ფორმას შეხვდებით ქართველი მწერლების ლიტერატურაშიც, მაგალითად ვაჟა-ფშაველასა და გიორგი ლეონიძის ნამუშევრებში.
გამარჯობა / გამარჯობათ!
ანუ რას ვერჩით თავაზიანი მისალმების ენაში დამკვიდრებულ ფორმას „გამარჯობათ!“
აღნიშნულ თემა ფეისბუკზე ეხმაურება პროფესორი, თინათინ მარგალიტაძე:
"რამდენიმე ხნის წინ ფეისბუკის გვერდზე გამოვაქვეყნე ჩემი მოსაზრება მისალმების იმ ფორმებზე, რომლებიც დამკვიდრებულია ქართულში:
გამარჯობა / გამარჯობათ!
ჩემი პროტესტი და ამ ტექსტის გამოქვეყნება გამოიწვია იმან, რომ, როგორც გაირკვა, სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან „გამარჯობათ“ არასწორი ფორმააო, უფრო მეტიც, გამოცდაზე მას შეცდომად უთვლიან.
ამიტომ, ჩემი სტუდენტების თაობა იყენებს მხოლოდ ფორმას „გამარჯობა“ და, სავარაუდოდ, როდესაც მე მათ ვესალმები და ვეუბნები „გამარჯობათ“, ფიქრობენ, რომ მე ქართული ცუდად ვიცი.
გამარჯობა / გამარჯობათ არ არის ჩვეულებრივი სიტყვები, ისინი მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან ჩვენი ენის მიერ შემუშავებული თავაზიანობის გამომხატველი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გამარჯობა/გამარჯობათ ეუბნები ადამიანს და გამარჯვებას უსურვებ! ფორმა „გამარჯობათ“ შეტანილია ქართული ენის დიდ განმარტებით ლექსიკონში და ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ბოლო რედაქციაში.
„გამარჯობათ“ თავაზიანი მისალმების ფორმის უმართებულოდ შერაცხვამ გამოიწვია ის, რომ თავაზიანი მიმართვისას ბევრი არიდებს თავს ფორმას „გამარჯობა“ და უფრო ხშირად იყენებს სიტყვას „მოგესალმებით“.
რა მივიღეთ რეალურად? დავკარგეთ თავაზიანობის გამომხატველი ქართული სიტყვა, რომელიც ადამიანს გამარჯვებას უსურვებს და შეგვრჩა არაბული „სალამი – მოგესალმებით“.
რამდენად მეცნიერულად გამართული იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და თავაზიანი ფორმის „გამარჯობათ“ ხმარებიდან ამოღების მცდელობა?
ჩემ მიერ საციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტს ცხარე დისკუსია მოჰყვა.
ჩემი მოსაზრების ოპონენტები ამბობენ, რომ გამარჯობა მომდინარეობს გამარჯვებიდან და არ შეიძლება არსებით სახელს დაემატოს ზმნური დაბოლოება -თ. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ოპონენტები მოიხსენიებდნენ ცნობილ ენათმეცნიერს, ქალბატონ შუქია აფრიდონიძეს, რომელიც ჩემთვისაც დიდი ავტორიტეტია.
ვნახოთ რას წერს თავად ქალბატონი შუქია აფრიდონიძე თავის წიგნში „ჩვენი ენა ქართული“.
ქ-ნი შუქია თავის წიგნში მართლაც წერს შემდეგს: „გამარჯობა უნივერსალური მისალმებაა ნებისმიერი პირისადმი ორსავე რიცხვში“, მაგრამ იმავე წიგნის მომდევნო აბზაცში ენათმეცნიერი ხსნის, თუ საიდან გაჩნდა ენაში ფორმა „გამარჯობათ“.
„როცა გამარჯობით მიმართავდნენ ერთზე მეტს, უმატებდნენ სიტყვას თქვენი, ასე გამარჯობა თქვენი. ქართულში გვაქვს წინამავალ სიტყვასთან მომდევნო სიტყვის პირველი ასოს შერწყმის ნიმუშები. მაგ., ღმერთმანი მიღებულია გამოთქმისგან ღმერთმან იცის; ასევე, ა. შანიძის აზრით, დიახ მიღებულია დია ღმერთო-საგან: დიაღ > (დაყრუებით) დიახ, ისევე როგორც კარგია < კარგი არის. (შეადარეთ რუსული спасибо რომლის ამოსავალია спаси боже). მხოლოდ ამის გამო თუ შეიძლება გამონაკლისის სახით დასაშვებად იქნეს მიჩნეული გამარჯობათ“.
ამის შემდეგ, ქალბატონი შუქია აღნიშნავს შემდეგს:
„… მით უფრო, რომ ამჟამად ერთზე მეტ მოსაუბრეს ან პატივსაცემ პირს ფაქტობრივ თითქმის აღარავინ მიმართავს ამ სიტყვით -თ ელემენტის გარეშე (თანიანი ფორმა განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულშიც დასტურდება)“.
როგორც ვხედავთ, ქართველი ენათმეცნიერი კარგად ხსნის ფორმის „გამარჯობათ“ ეტიმოლოგიას, იგი მომდინარეობს გამარჯობა თქვენის შერწყმის შედეგად. ქალბატონი შუქია იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ფორმა ფართოდაა გავრცელებული.
სოციალურ ქსელში გაჩაღებული კამათისას საინტერესო მოსაზრება გამოთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კათედრის პროფესორმა რუსუდან ზექალაშვილმა:
„ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ნებადართულია „გამარჯობათ“ ფორმა! ენა იცვლება და ახალმა რედაქტორებმა (მათ შორის ქ-ნმა შუქია აფრიდონიძემ) მიზანშეწონილად მიიჩნიეს -თ-ს დამატება. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯობა – არასწორია. ვისაც ძალიან მოსწონს, გამოიყენოს, ოღონდ ენა თვითონაც ადგენს კანონებს – თავაზიანობის სისტემამ ამ ფორმაშიც მოითხოვა -თ! მე ასე ვეუბნები ჩემს სტუდენტებს ქართული ენის მართლწერასა და ნორმალიზაციაში“.
ახლა მივმართოთ კიდევ ერთ ავტორიტეტს, ქართული ენის ეროვნულ კორპუსს.
ქართული ენის ეროვნულ კორპუსში ფორმა „გამარჯობათ“ იძებნება 450-ჯერ, ხოლო „გამარჯობა“ 1150-ჯერ. კონკრეტული კონტექსტების ანალიზი ავლენს, რომ ფორმა „გამარჯობა“ უპირატესად შენობით მიმართვისას გამოიყენება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალ რედაქციაში შეტანილია მხოლოდ ფორმა „გამარჯობა“, ასევეა სასკოლო ორთოგრაფიულ და ჟურნალისტის ორთოგრაფიულ ლექსიკონებში, თუმცა არც ერთ ხსენებულ ლექსიკონში არ წერია, რომ ფორმა „გამარჯობათ“ უმართებულოა. როგორც მოგეხსენებათ, ორთოგრაფიული ლექსიკონი სწორი ფორმის გვერდით კვადრატულ ფრჩხილებში უთითებს უმართებულო ფორმას. მაგ. გმადლობ, გმადლობთ [და არა მადლობთ].
ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, პატივი ეცით ენაში დამკვიდრებულ თავაზიანობის ფორმებს, რომლებიც ლექსიკონებში შეტანის შედეგად სალიტერატურო ნორმადაა აღიარებული და ამ ცოდნაზე თაობებია აღზრდილი.
ნუ გვიქმნით უხერხულობას.
აჯობებს იმას მივხედოთ, რაც ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულა და რისი შველაც ჯერ კიდევ შეიძლება", - აცხადებს პროფესორი თინათინ მარგალიტაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 CNN: მეცნიერების მტკიცებით, მათ მიერ შექმნილ "ცოცხალ" რობოტებს გამრავლება შეუძლიათ
1780946959
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუ...
1780946907
საზოგადოებაპრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვე...
1780946274
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართვე...
1780944615
საზოგადოებაპრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...
1780944557
საზოგადოებაპრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...


























