CNN: მეცნიერების მტკიცებით, მათ მიერ შექმნილ "ცოცხალ" რობოტებს გამრავლება შეუძლიათ

ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც შექმნეს პირველი ცოცხალი რობოტები, ამბობენ, რომ სიცოცხლის ფორმებს, რომლებიც ცნობილია "ქსენობოტების"  სახელით, ახლა უკვე შეუძლიათ გამრავლება.

ე.წ. ცოცხალი რობოტები აფრიკული კლანჭებიანი ბაყაყის (Xenopus laevis) ღეროვანი უჯრედებისაგან შექმნეს, საიდანაც მიიღო მან სახელი. "ქსენობოტების" სიგანე მილიმეტრზე ნაკლებია (0,04 ინჩი).

მათივე ცნობით, ცოცხალ რობოტებს, ანუ "ქსენობოტებს" გამრავლება კი შეუძლიათ, თუმცა პროცესი ცხოველებისა და მცენარეების გამრავლების ფორმებისგან მკვეთრად განსხვავდება.

პაწაწინა ბურთები პირველად 2020 წელს იქნა წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მათ შეეძლოთ მოძრაობა, ჯგუფურად მუშაობა და თვითგანკურნება.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მკვლევარებმა შემდეგ გამოცადეს სხეულის მილიარდობით ფორმა, რათა ქსენობოტები უფრო ეფექტური გახადონ ამ ტიპის რეპლიკაციაში.

მათ აღმოაჩინეს, რომ მან შეძლო პეტრის ჭურჭელში პატარა ღეროვანი უჯრედების პოვნა, ასობით მათგანის შეგროვება პირის ღრუში და რამდენიმე დღის შემდეგ უჯრედების შეკვრა ახალ ქსენობოტებად იქცა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ რობოტებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის სიმსივნესთან საბრძოლველად და სიბერის დასამარცხებლად გამოიყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოტექნოლოგიის თვითგამრავლების პერსპექტივამ შეიძლება გამოიწვიოს შეშფოთება, მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ისინი ბიოდეგრადირებადია და რეგულირდება ეთიკის ექსპერტების მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 უდანაშაულო მამაკაცი 42 წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773753247

საზოგადოება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნე...

ცოფი მსხვილფეხა საქონელში

1773753003

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7365 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი - ლარი

1773752960

ახალი ამბები

კახა აბულაძემ აბანოთუბანში შეკრებილ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

აბანოთუბანში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და საქართველოში აზერბაიჯანელების უხუცესთა საბჭოს ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან...

კახა აბულაძე

1773752411

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი

„შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმა...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1773752186

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „იუსტიციის მინი...

იუსტიციის მინისტრი