"ხანგრძლივი კოვიდი ახლა სამსახურის გაცდენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია" - ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალი კვლევის შესახებ წერს
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი კვლევის შესახებ წერს:
„ინფორმაცია მათთვის ვინც არასერიოზულად უყურებს კოვიდ დაინფიცირებას, ვაქცინაციას და ჰგონია რომ ეს უბრალო გრიპია და მისი გადატანა, აცრების გარეშე უკეთესიც კი არის.
პერსონალისა და განვითარების ინსტიტუტმა (The Chartered Institute of Personnel and Development CIPD - გაერთიანებული სამეფო) დაადგინა, რომ გაერთიანებული სამეფოს დამსაქმებელთა 26% ამბობს, რომ ხანგრძლივი კოვიდი ახლა მათ თანამშრომლებს შორის სამსახურის გაცდენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
804 ორგანიზაციის გამოკითხვამ, რომლებიც წარმოადგენენ 4,3 მილიონზე მეტ თანამშრომელს, აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე აყენებს ხანგრძლივ კოვიდს გრძელვადიანი არყოფნის სამ მთავარ მიზეზს შორის.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ორგანიზაციების ნახევარს ჰყავდა პერსონალი, რომელიც დაზარალდა ხანგრძლივი Covid-ით ბოლო 12 თვის განმავლობაში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დამსაქმებელთა მეხუთედმა არ იცოდა, განიცდიდნენ თუ არა მათთან მომუშავე პერსონალი მუდმივ სიმპტომებს COVID ინფექციის შემდეგ, და მხოლოდ 19% აწვდიდა თანამშრომლებს მითითებებს სამსახურში მუშაობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესახებ.
გამოკითხვა ემატება მზარდ მტკიცებულებას, რომ ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები ემატება არსებულ პრობლემებს, რომელიც ახასიათებს გაერთიანებული სამეფოს გამოფიტულ სამუშაო ძალას.
ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არ მუშაობენ ან ეძებენ სამუშაოს ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, 230,000-ით გაიზარდა პანდემიამდელი დონესთან შედარებით გაურკვეველია, ამ ჯგუფიდან რამდენს აქვს პრობლემები დაკავშირებული ხანგრძლივი Covid-ით და რამდენია დაავადებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ან სხვა ქრონიკული დაავადებებით.
მაგრამ ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემები აჩვენებს, რომ 1.3 მილიონი ადამიანი აფიქსირებდა Covid-ის მუდმივ სიმპტომებს 2022 წლის დასაწყისში და რომ მათგან თითქმის მეოთხედი მილიონი ამბობდა, რომ მათი ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარი "ბევრად შეზღუდულია".
მდგომარეობა - რომლის სიმპტომები მერყეობს დაღლილობისგან, ტვინის დანისვლიდან თუ მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითებიდან, სუნთქვის გაძნელებამდე და გულისცემის ან არტერიული წნევის ცვლილებებამდე - უფრო გავრცელებულია ჯანდაცვისა და მოვლის მუშაკებსა და მასწავლებლებს შორის, რომელთა დაინფიცირება ვირუსის ადრეულ სტადიაზე მოხვდა და ვაქცინაციაც იმ პერიოდში ჯერ არ იყო დაწყებული.
კვლევამ აჩვენა, რომ დაავადებულთა მეხუთედმა მაინც ვერ შეძლო სამსახურში დაბრუნება, მათგან ბევრი ვინც დაბრუნდა მოითხოვა მუშაობა შემცირებული საათებით.
CIPD-ში განაცხადეს, რომ ამ კვლევამ ხაზი გაუსვა „გადაუდებელ აუცილებლობას მნიშვნელოვანი და სისტემური ცვლილებისთვის, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებს, მათ შორის ხანგრძლივი კოვიდს, დაეხმარონ სამსახურში დარჩენაში.
ხანგრძლივი COVID რჩება მზარდ საკითხად, რომლის შესახებაც დამსაქმებლებმა უნდა იცოდნენ და მათ უნდა მიიღონ შესაბამისი ნაბიჯები ამ მდგომარეობის მქონე თანამშრომლების მხარდასაჭერად", - წერს წერეთელი.
სხვა სიახლეები:
🔳 "ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს PCR ტესტი, რომლის პასუხს 4 წუთი სჭირდება" - უცხოური მედია
1773897853
მსოფლიოჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს - „რადიო თავისუფლება“
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, “უცხოეთთან კავშირების მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ“ ტექსტი, რომლის მიხედვითაც...
1773895723
საზოგადოებაილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა
ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქრონიკას“ უდასტურებს, რომ მსოფლიო პატრიარქი დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას. ცნო...
1773866667
ახალი ამბებისაქართველოში წმიდა საყდრის დესპანი: მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ს...
1773864876
ახალი ამბებიანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯ...
1773863606
ახალი ამბებიპაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში
საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიცი...


























