მსოფლიოში ყველაზე დიდი აფრიანი გემი 2026 წელს გაცურავს

მატარებლის რელსებიდან ოკეანეებამდე: ფრანგული სასტუმროების ქსელი Accor აერთიანებს გემთმშენებელ კომპანიას Chantiers de l'Atlantique და გეგმავს მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი გემის აშენებას.

ძვირად ღირებული გემი Orient Express Silenseas 220 მეტრის სიგრძის იქნება და ის 2026 წელს გავა ექსპლოატაციაში. ამ დროისათვის ლიდერობს გიგანტური იახტა Azzam, რომელიც 2013 წელს აშენდა და მისი სიგრძე 180 მეტრს შეადგენს. 

გემი წარმოადგენს მდიდრული მატარებლის Orient Express-ის გაგრძელებას, რომელმაც მარშრუტი ჯერ კიდევ 140 წლის წინ პარიზიდან სტამბოლის მიმართულებით, შემდეგ კი კონსტანტინოპოლისკენ გაიარა. ამჟამად ადრინდელი გლამური რელსებიდან ოკეანეებში უნდა გადავიდეს. 

ძვირად ღირებული გემი შთაგონებულია გლამურული 1960-იანი წლების Côte d'Azur (კოტ-დ'აზურ (სანაპირო სამხრეთ საფრანგეთში)- დროით, როდესაც მხატვრები, პრინცესები და კინოვარსკვლავები მოგზაურობდნენ სენ-ტროპესა და კანის პლაჟებს შორის. „ბლუმბერგი“ უწყებით, გემი ხმელთაშუა და კარიბის ზღვის აუზში იცურებს და დაახლოებით 120 მგზავრს დაიტევს. გემის შიდა და გარე ინტერიერი ფრანგული დიზაინით იქნება გაფორმებული.

გემზე განთავსებული იქნება 54 ლუქს ოთახები, რომელთა საშუალო ზომა 70 მ2, მათ შორის საპრეზიდენტო ნომრების სიდიდე 1,415 მ2 და 530 მ2 სიდიდის ტერასებით. გემზე ასევე განთავსებული იქნება ორი საცურაო აუზი, ბარები და ამფითეატრი.

ფრანგებს გარემო და ეკოლოგიაზე ზრუნვა არ დავიწყებიათ. მეგა იახტა იმუშავებს ჰიბრიდულ ძრავზე, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის ძრავას აერთიანებს. ის თავდაპირველად თხევადი ბუნებრივი აირით და შემდეგ კი სახელმწიფოსგან გარკვეული ნებართვის მიღებისთანავე მწვანე წყალბადით და ქარის ენერგიით. საამისოდ განკარგულებაშია სამი იალქანი 1500 კვადრატული მეტრის ფართობით, აღმართული სამ დახრილ ანძაზე, რომელთა სიმაღლე 100 მეტრზე მეტია.

რომელი სატრანსპორტო საშუალებით გირჩევნია მოგზაურობა Orient Express-ის მატარებლით თუ გემით?

ამირან ხინიკაძე-ქადიეშვილი სპეციალურად ექსკლუზივისთვის გერმანიიდან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია