მთვარეზე გაფრენა, ავტომობილის გამოგონება, ამერიკის აღმოჩენა... რა ელოდება მსოფლიოს? - ალბერტ დიდის წინასწარმეტყველებები XII-XIII საუკუნეებში
ალბერტ დიდი (1193-1280), გერმანელი ბუნებისმეტყველი, ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, ალქიმიკოსი და ასტროლოგი. მისი ნამდვილი გვარია ალბერტ ფონ ბოლშტედტი. დომინიკელი ბერი, რომლის ბიოგრაფია უცნაური და მისტიკურია. მას თვლიდნენ გოლემის ერთ-ერთ შემქმნელად (გოლემი - „ხელოვნური ადამიანი“, „შუასაუკუნეების რობოტი“). ალბერტი დიდი იყო ცნობილი თეოლოგის, თომა აქვინელის მასწავლებელი, თუმცა, თომა მისი სახლიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მას ალბერტთან ყოფნის დროს ხის თოჯინა ადამიანის ხმით დაელაპარაკა (ამ ფაქტზე თვითონ თომა აქვინელი წერს). ნორბერტ ვინერმა, თანამედროვე კიბერნეტიკის „მამამ“ სიცოცხლის ბოლოს აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში საფუძვლიანად გაეცნო ალბერტ დიდის ჩანაწერებს და იქიდან ბევრი საინტერესო დეტალი გაიგო. ალბერტი დიდის წიგნმა „ორაკულები“ ჩვენ დრომდე მოაღწია. მასში ალქიმიური, ასტროლოგიური და თეოლოგიური ჩანაწერების გარდა, არის მთელი რიგი ჩანაწერებისა, რომლებიც დედამიწის მომავალს შეეხება.
• ადამიანები ჰერაკლის სვეტებიდან (გიბრალტარი) ძალიან შორს მიაღწევენ დიდ ნაპირს. ამ მიწაზე დასახლდება ჩრდილოეთის ხალხი და შექმნიან უზარმაზარ „ჯვრიან“ სახელმწიფოს (ამერიკის აღმოჩენა).
• გერმანელი ხალხი ვერასოდეს ვერ გამთლიანდება, რადგან მან შეურაცხყო ძველი რომის სული (საუბარია გერმანული ტომების მიერ ძველი რომის დაწვაზე).
• გერმანია სამჯერ მოიწადინებს მსოფლიოს დაპყრობას, თუმცა ამაოდ (პირველად ეს მოხდა კარლ V ჰაბსბურგის მიერ, რომელმაც XVI საუკუნეში დაიკავა ესპანეთი და იტალია. მეორედ XIX-XX საუკუნის მიჯნაზე, რომელსაც პრუსიის სახელმწიფო დაცემა მოჰყვა. მესამედ - ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა).
• ადამიანები შექმნიან რკინის ეტლს, რომელშიც ცხენი არ იქნება შებმული, ის თავისით იმოძრავებს (ავტომობილის გამოგონება).
• ჩემი სიკვდილიდან 680 (1960) წლის შემდეგ ადამიანი გაფრინდება მთვარეზე, ხოლო ჩემი სიკვდილიდან 800 (2080) წლის შემდეგ მთვარიდან ჩამოიტანენ ჰაერს, რომელიც ხალხს გაათბობს (ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი წინასწარმეტყველება - მთვარეზე გაფრენის თარიღის ცდომილება მხოლოდ ერთი წელია, რაც შეეხება წინასწარმეტყველების მეორე ნაწილს, წამყვანი ქვეყნების მეცნიერები უკვე შეთანხმდნენ, რომ მთვარიდან შესაძლებელია ჰელიუმ-3-ის ტრანსპორტირება, რომელიც დედამიწაზე თითქმის უკვე ამოწურულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს შეცვლის).
• ჩემი სიკვდილიდან ათასი წლის შემდეგ (2280 წ.), დედამიწაზე 'შავი პლანეტიდან~ ჩამოფრინდებიან უცნაური ადამიანები, ისინი დედამიწაზე მოიტანენ ახალ და საშიშ ავადმყოფობას. თუ დედამიწა ამას გაუძლებს, შემდეგ დადგება 'ოქროს საუკუნე~.
• ჩემი სიკვდილიდან 750-800 (2030-80 წ.წ.) წლის შემდეგ ისლამს, როგორც რელიგიას დაემუქრება საფრთხე.
• „ახალ მიწაზე“ ეშმაკი შევა ადამიანში და ადამიანი ილოცებს არა ღმერთის, არამედ ეშმაკის სახელზე (პირველად სატანისტური ეკლესიები მართლაც აშშ-ში გაჩნდა).
• ჩემი სიკვდილიდან 730 წლის შემდეგ (2010 წ.) დედამიწა გაიყოფა სამ ნაწილად - ეს იქნება „ახალი მიწა“, „ჩრდილოეთის მიწა“ და „ყვითელი მიწა“. „ახალ მიწას“ საკუთარი ურწმუნოება დაღუპავს (სავარაუდოდ, საუბარია აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის მომავალ დაპირისპირებაზე მსოფლიო ჰეგემონიისთვის).
• ბოროტი ჯუჯები ადამიანებს დიდ საფრთხეს შეუქმნიან. გეშინოდეთ მათი, ვისაც თავი სხეულზე დიდი აქვს, მათგან დიდი საფრთხე წამოვა (ამ წინასწარმეტყველებას არც თარიღი ახლავს და არც სხვა მიმანიშნებელი შტრიხი და ცოტა ძნელია ივარაუდო, როდის დაემუქრებიან „ჯუჯები“ ადამიანებს; იქნებ, ეს პატარა ტანის უცხოპლანეტელები იქნებიან?).
• მოვა დრო, როდესაც ტყუილის თქმა აზრს დაკარგავს, იმიტომ, ყველა ადამიანს აზრის წაკითხვა შეეძლება (ალბათ მასიურ ტელეპატიაზეა საუბარი).
• მოვა დრო, როდესაც ავად გახდომა სირცხვილი იქნება (ეს ალბათ ნოსტრადამუსის ნაწინასწარმეტყველები „ოქროს“ საუკუნეა).
• სოკოები ადამიანებზე მაღლები გაიზრდებიან (ვისურვოთ, რომ ამ წინასწარმეტყველებაში საუბარი ჩვეულებრივ, საჭმელ სოკოებზე იყოს და არა ბირთვულ აფეთქებებზე - სოკოს ფორმის კვამლი სწორედ ბირთქულ აფეთქებას აქვს).
• ვხედავ ორ საშინელ შხამიან სოკოს, რომელიც ორი ქალაქის თავზე ჰკიდია. ასეთი სოკო სულ შვიდი იქნება (ეს წინასწარმეტყველება ეხება ბირთვულ აფეთქებებს ხიროსიმასა და ნაგასაკიში. თუ ამას ჩერნობილსაც დავუმატებთ სამი გამოდის. ნეროს მიხედვით კი შვიდი უნდა იყოს. სხვათა შორის მესამე მსოფლიო ომის დროს (დაახლოებით 2010-14 წ.წ.) ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ნოსტრადამუსიც საუბრობს).
• ინდოეთში იქნება საშინელი ქაოსი, ჩრდილოეთ ინდოეთში გამოჩნდება ძლიერი დიქტატორი დაშლის პირას მისულ ინდოეთს გააერთიანებს (მსგავსი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსსაც აქვს, იგი მესამე ომის დაწყებას სწორედ ინდოეთში მომხდარ ქაოსს, უფრო სწორედ ოთხ სახელმწიფოს მეთაურზე მომხდარ თავდასხმას უკავშირებს).
• გარეგნული ფორმები კვადრატული იქნება - ტაძრებს რვა კუთხე ექნება, იქნება მფრინავი სარკეები და ეს სარკეები ადამიანებს გადაიყვანს ერთი მზიდან მეორე მზეში, საშინელი ნიჟარები გაიგებენ ადამიანთან საუბარს და თვითონაც ადამიანთა ხმით ისაუბრებენ (უცნაური და დაულაგებელი წინასწარმეტყელებაა. მფრინავი სარკეები თვითმფრინავები შეიძლება იყოს - მათი ფრენისა და ლითონის ბრწყინვალების გამო, ნიჟარები კი ან მობილური ტელეფონები ან ჯერ კიდევ არ შექმნილი ტექნოლოგია, ასე ვთქვათ მომავლის „ნოუ ჰაუ“).
• ჩემი სიკვდილიდან 730 წლის შემდეგ ალაჰის ტანდაბალი კაცი, რომელსაც ხელზე ხაზებით სამკუთხედი ექნება გამოსახული, მსოფლიოს ომს გამოუცხადებს. მასთან ბრძოლაში ბევრი სისხლი დაიღვრება და დედამიწის მესამედი მოიწამლება. შეერთებული ძალებით მას დაამხობენ (ერთ-ერთ ყველაზე „თანამედროვე“ და საშიში წინასწარმეტყველება, რომელზეც ნერო და ნოსტრადამუსიც საუბრობენ).
• ჩემი სიკვდილიდან 734 წლის შემდეგ დედამიწაზე საშინელი უკუნი ჩამოწვება. ადამიანები თვითონვე დაიღუპავენ თავს - საკუთარი ურწმუნოებითა და სისხლის ძიებით. უფრთხილდით ალაჰის კაცს - ის დასჯის „ახალსა და ძველ მიწებს“, დასჯის საკუთარ ხალხსა და დასჯის საკუთარ თავს (ალბათ წინა წინასწარმეტყველების გაგრძელება და ფრიად საშიში. „ახალი მიწა“ არის აშშ, „ძველი მიწა“ - ევროპა, „ალაჰის კაცი“ ?).
წყარო:ucnauri.com
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა ძალიან უჭირდა - ინგა გრიგოლია
🔵კიმ ჩენ ინმა კვების რაციონიდან ყველი, ლობსტერი და ალკოჰოლი ამოიღო, შედეგად კი, 20 კგ დაიკლო
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...


























