პოსტ-COVID თმის ცვენა, ასევე მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა და რეკომენდაციები - ზაზა თელია გირჩევთ

ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად მრავალი საშუალებაა ,რომელიც აუმჯობესებს თქვენი თმის შესახედაობას, თუმცა მას რეალურად შეუძლია დააზიანოს თმა - ის შეიძლება გახდეს მშრალი და მტვრევადი.

რეკომენდაციები რომლებიც დაგეხმარებათ გამომშრალი და მტვრევადი თმის პრევენციაში, ექიმი ზაზა თელია გირჩევთ:

"1. თმის შეღებვისას არჩევანი გააკეთე საკუთარი თმის ბუნებრივ ფერზე (When dyeing your hair, stay ‘on shade’).
შეარჩიეთ საღებავი თქვენს ბუნებრივ ფერთან მიახლოებულ სამ რომელიმე ფერში/ტონში (Choose a dye within three shades of your natural color).

როგორც წესი თმის მუქი ფერით შეღებვა უკეთესია ვიდრე ღია ფერით.

თმის გაღიავება სამზე მეტ ტონში საჭიროებს პეროქსიდის (Peroxide - ზეჟანგი) უფრო მაღალ მოცულობას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს თმას;

2. გამოყენებამდე გატესტე საღებავი კანის პატარა უბანზე.

თუ თქვენ შენიშნეთ გამონაყარი ან სიწითლე, შეშუპება, წვის შეგრძნება ან ქავილი, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია საღებავზე, ამიტომ არ გამოიყენოთ ეს საღებავი და მიმართეთ დერმატოლოგს;

3. დაიცავით თმა მზის სხივებისგან.

მზეს შეუძლია თქვენი თმა გახადოს სუსტი, მშრალი, უხეში, ფერდაკარგული (გახუნებული) და მტვრევადი.
ეს უფრო მეტად გამოხატულია იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებავთ ან ქიმიურად იხვევთ თმას და იკეთებთ მელირებას.

ატარეთ ფართო ქუდი გარეთ გასვლისას, განსაკუთრებით ზაფხულში;

4. იყავით ფრთხილად თმის ქიმიური დახვევისას, გრძელ-ვადიანი დაზიანების პრევენციისათვის.
დაინიშნეთ დრო დასახვევი ხსნარის (perm solution) მოსაშორებლად.

თუ თქვენ შეგაწუხათ ჩხვლეტის, დასუსხვის ან წვის შეგრძნებამ, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თმის დასახვევი ხსნარი.

5. საღებავი არ უნდა შეიცავდეს - PPDანუ უნდა იყოს - PPD Free

Paraphenylenediamine—more commonly known as PPD—is a chemical substance that is commonly found in permanent hair color and other dyes. PPD in hair color is most often used in dark shades.

თმის მოვლის რეკომენდაციები:

ლამაზი თმის ძიებაში ხშირად ადამიანები და განსაკუთრებით ქალები აკეთებენ ისეთ რამეებს რაც აზიანებს თმას. დაზიანებული თმა არის სუსტი/მყიფე და შესაბამისად ის ხდება მტვრევადი. დამტვრეული თმა კი არაჯანმრთელად გამოიყურება.

თუ ადამიანი სისტემატურად გააგრძელებს თმის დაზიანებას შესაძლოა მიიღოს თმის სიხშირის შემცირება/თმის გათხელება ან გამელოტებული ადგილებიც კი.

10 ხშირი თმის მოვლის პრაქტიკა რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თმა და მარტივი რჩევები რომელიც დაგეხმარებათ შეწყდეს თმის დაზიანება და მოხდეს მისი დაზიანების პრევენცია.

არ არის რეკომენდებული შემდეგი:

1. თავის დაბანის დროს შამპუნის წასმა თმის მთელ სიგრძეზე (Washing your hair by rubbing shampoo into the length of your hair.)ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
რეკომენდებულია თითის ბალიშების საშუალებით შამპუნის მსუბუქი მასაჟი სკალპზე, შემდეგ მიეცით საშუალება შამპუნს თავისით ჩამოირეცხოს თმის სიგრძეზე. არ შეზილოთ თმებზე ჩამობანვის დროს.

2. თმის კონდიციონერის არ გამოყენება (Skipping the conditioner) - ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

გამოიყენეთ თმის კონდიციონერი (hair conditioner) შამპუნის ყოველი გამოყენების შემდეგ.

3. პირსახოცით თმის გამშრალება - პირსახოცის ხახუნი თმაზე -  ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

შეფუთეთ თმა პირსახოცში რათა მოხდეს წყლის შეწოვა, - აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე.

4. თმის დავარცხნა სანამ ის სველია - ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

სწორი თმა გაქვთ? - აცალეთ თმას ცოტა გაშრეს სანამ ნაზად დაივარცხნით ფართო-კბილებიანი სავარცხლით.
ტექსტურირებული ან ხვეული თმა გაქვთ? - ყოველთვის დაივარცხნეთ სანამ თმა არის ტენიანი ფართო-კბილებიანი სავარცხლით.

5. თმის საშრობის, ცხელი სავარცხლის ან თმის დასახვევი უთოს გამოყენება, - ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე როცა ეს შესაძლებელია.

გამოიყენეთ თმის საშრობი რაც შეიძლება მინიმალურად ცხელი ტემპერატურის პარამეტრებით. შეზღუდეთ დრო რომლის განმავლობაშიც ცხელი სავარცხელი ან დასახვევი თმის უთო შეხებაშია თმასთან. ეს საშუალებები გამოიყენეთ რაც შეიძლება იშვიათად - კვირაში 1-ჯერ ან უფრო იშვიათადაც კი.

6. თმის სტილური პროდუქტების გამოყენება - ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
აირჩიეთ ვარცხნილობა რომელსაც არ სჭირდება თმის სტილური პროდუქტების გამოყენება

7. თმის შეკვრა უკან მჭიდროდ, როგორიცაა - ponytail, bun, or cornrows, - ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში: შეიკარით თმა უკან ისე რომ არ იყოს მჭიდროდ შეკრული.
გამოიყენეთ დაფარული თმის შესაკრობი და არა რეზინა.

8. "ნაწნავის" ან თმის დამაგრძელებელის ტარება ხშირად, სისტემატიურად

9. თმის შეღებვა, დახვევა - ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
ეცადეთ გაზარდოთ დრო თმის შეღებვებს შორის, განსაკუთრებით ზამთარში როდესაც მშრალი ამინდებია - 8-დან

10. თმის დავარცხნა ან გასწორება 100-ჯერ დღეში, - ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში: დაივარცხნეთ ან გაისწორეთ თმა მხოლოდ ვარცხნილობის დროს. თმას არასდროს არ სჭირდება დღეში 100-ჯერ გასწორება - ეს მითია. გამოიყენეთ ფართო-კბილებიანი სავარცხელი ნაზად.
მოიშორეთ აბურდული/ჩახლართული თმები ნაზად, შეწყვიტეთ თმის მოქაჩვა ან მოგლეჯვა დავარცხნის დროს
  მოცურავეებისათვის:

 დააკვირდი თმის ცვენის ადრეულ ნიშნებს: გატეხილი თმები შუბლზე, თმისხაზის გასწვრივ შემცირებული თმისხაზი, გაცვენილი თმის უბნები იმ ადგილებში სადაც თმები იქაჩება ვარცხნილობის გამო, ტკივილი მჭიდროდ დაქაჩული თმის გამო, სკალპზე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კალპზე ქერქოვანი ელემენტები.
 

Tenting - სკალპზე შეგრძნება თითქოს მისი გარკვეული ნაწილი მოქაჩულია როგორც ტენტი (sections of your scalp are being pulled up like a tent)

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან შეამჩნიეთ დროა შეწყვიტოთ თმის ქაჩვა და საშუალება მისცეთ თმას აღდგენისათვის.

თუ თმის ქაჩვა გაგრძელდება შესაძლოა შეამჩნიოთ რომ თმის ზრდა შეჩერდება. იქ სადაც ერთხელ თმა ჩანდა, უკვე შეამჩნევთ პრიალა, თმა გაცვენილ კანს.

ტრაქციული ალოპეციის გართულების კვალდაკვალ თმას აღარ ექნება უნარი გაიზარდოს რადგან მისი ფოლიკულები ამ ეტაპზე უკვე დაზიანებულია.

გახსოვდეთ რომ თმის ცვენის მიზეზი როგორც ვარცხნილობა, ასევე შესაძლოა სხვა მიზეზებიც იყოს როგორიცაა სტრესი ან მემკვიდრეობა.

პოსტ-COVID თმის ცვენა, ასევე მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა როგორც წესი ტრანზიტორულია, არ არის ასოცირებული მიკორელემენტების ან ვიტამინების ნაკლებიბასთან და შესაბამისად მკურნალობა არ სჭირდება (Self Limited)", - წერს თელია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება