რა სასწაულებრივი ძალა აქვს წმინდა პატაპიოსს - მონასტერი ათენში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
ამბობენ, რომ განსაკუთრებული მადლი და სასწაულებრივი ძალა აქვს საბერძნეთის წმინდა ადგილების, წმინდა მამათა და დედათა ნატერფალის მოლოცვას.
ათენის გარშემო კუნძულებზე საოცარი და ულამაზესი ეკლესია - მონასტრებია. სწორედ ერთ-ერთი ასეთია წმინდა პატაპიოსის სახელობის დედათა მონასტერი. რომელიც კორინთოს ახლოს მდებარეობს, სადაც წმინდა პავლე მოციქულმა იქადაგა და ერთ-ერთი პირველი ეკლესია დააფუძნა. მონასტერი დაბა ლუტრაკს და ისტორიულ კორინთოს არხს გადაჰყურებს.
წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერში მოღვაწეობს ქართველი მონაზონი, დედა ოლიმპიადა (ტრაპაიძე).
ღირსი მამა პატაპიოსი დაიბადა 380 წელს ეგვიპტეში. მდიდარ და მორწმუნე ოჯახში. სწავლის დასრულების შემდეგ წავიდა კონსტანტინოპოლში სულიერი გაბრწყინებისა და ბერული ცხოვრების დასაწყებად. მიაღწია ძალიან დიდ სიწმინდეს და მადლს. სურდა ერისგან დაფარულად ეღვაწა. იპოვა თავშესაფარი, სადაც განმარტოებულად იქნებოდა, მაგრამ ხალხმა იქაც მიაგნო - მისგან ელოდნენ ღვთიური სიბრძნით სავსე რჩევას.
კონსტანტინოპოლში დაბრუნდა ორ განდეგილ მოღვაწესთან ერთად. ისინი არსებობდნენ მხოლოდ უფლისთვის. გადაწყვიტეს, აეშენებინათ განდეგილობისთვის შესაფერისი საცხოვრისი. ღირსმა მამა პატაპიოსმა ჩრდილოეთით ააგო მონასტერი, ღირსმა თიო ვარამ - ღირსი პატაპიოსისა და ღირსი თეოფრონა რავულას მონასტრებს შორის. ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა. მრავალი სნეული და ტანჯული განკურნა, მერე თავის მონასტერში მიიძინა. უხრწნელი სხეული და სასწაულების აღსრულება კვლავ მონასტერში დარჩა.ცოტა ხნის შემდეგ განადგურდა ეგვიპტელთა მონასტერი და წმინდა ნაწილები, დასაცავად ღირსმა ვარამ გადააბრძანა წმინდა იოანეს მონასტერში, სადაც თავად მოღვაწეობდა. მონასტერს პალეოლოგებთან ერთად იცავდა წმინდა იპომონი (იპომონი მოთმინებას ნიშნავს) - ბიზანტიის იმპერატორის დედა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და დამპყრობლებმა სასტიკად აწამეს.კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აგელის ნოტარამ, პალეოლოგების ნათესავმა, აგარიელების შთამომავლებისგან რომ გადაერჩინა ღირსი პატაპიოსის ნეშტი, გადაიტანა გერანის საზღვართან და დამალა ძნელად მისადგომ მღვიმეში. ეს გამოქვაბული XI საუკუნით თარიღდება, რასაც მოწმობს ფრესკები წმინდა პატაპიოსისა და წმინდა იპომონისა, რომლის წმინდა ნაწილებიც ინახება წმინდა პატაპიოსის მონასტერში.
1904 წელს მონასტრის გადიდება დაიწყეს. ერთ-ერთ ბერს გამოეცხადა წმინდა პატაპიოსი და აუწყა, ეთქვა მუშებისათვის, ფრთხილად ემუშავათ, რომ არ დაეზიანებინათ მისი დაფარული წმინდა ნაწილები.
1952 წელს აღმოაჩინეს წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული და აქ დედათა მონასტერიც დაფუძნდა. მონასტერს წმინდა პატაპიოსის სახელი ეწოდა. ღვთის განგებით წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული მთლიანადაა შემონახული.
საეკლესიო ცნობების მიხედვით, მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა, მრავალი სნეული და ტანჯული განკურნა, მერე თავის მონასტერში მიიძინა.
ფოტო და ვიდეო მასალა „exclusivetv.ge“ საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა, ხატია ქაშიაშვილმა მიაწოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ... - ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული? (ფოტო)
🔵 აშშ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
🔵 გორი-ტყვიავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
1765123695
მსოფლიომედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...
1765121147
საზოგადოებამეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ
უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...
1765117473
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია
საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...
1765116966
ახალი ამბებივითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული
გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...
1765112434
საზოგადოებაკალაძე BBC-ის რეპორტაჟზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით აზიანებს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე - არ...


























