ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს

როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ ჯაშუშობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული დაკავებების შეფასებისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მძიმე იყო, როდესაც გორში პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, თუმცა მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან.

„ამდენად, რომ არ მომხდარიყო მასზე რეაგირება, მაშინ ქვეყანაში გვექნებოდა სისტემური პრობლემა - ამ შემთხვევაში კი პასუხისგებაში 6 პოლიციელია მიცემული და გამოძიება გრძელდება", - აღნიშნა აბაშიძემ.

მისი თქმით, ჯაშუშების დაკავების საქმე სხვა მიმართულებაა და სამართალდამცველები მუშაობენ, რათა გამოავლინონ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის მუშაობენ, ასეთ ქმედებებს კი მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„სწორედ ესაა სახელმწიფოებრიობა. თუ არ არსებობს სახელმწიფო და მისი ძლიერი სტრუქტურები, ჩვენ ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ვერანაირად ვერ შევინარჩუნებთ. ეს ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია - გამოვლინდება, გამოვლინდა და მომავალშიც იქნება რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, როგორიც არის დანაშაული, რომელსაც ჩაიდენს პოლიციელი და ნებისმიერი მოქალაქე, ან სხვა პიროვნება, რომელიც დაკავშირებული იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებასთან საქართველოში. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა აბაშიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780147950

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილიც, მელიაც და უსამშობლო რადიკალების მთელი ეს კასტა, სინამდვილეში, წარმოადგენს ერთ მთლიან ძალას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ნიკა მელიას წერილს გამოეხმაურა. მათიკაშვილის თქმით, „უსამშობლო რადიკალების კასტის" მიზანი საქართველოს პროგრესის შეფერხებაა. „ის...

 დავით მათიკაშვილი

1780145028

სპორტი

მარიამ ალავიძემ მხატვრულ ცურვაში „მსოფლიოს თასზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მხატვრული ცურვის „მსოფლიოს თასი“ მიმდინარეობს. საერთაშორისო ტურნირზე მხატვრულმა მოცურავე მარიამ ალავიძემ თავისუფალ პროგრამაში 257,7213 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოი...

მარიამ ალავიძე

1780141402

ახალი ამბები

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტ...

 საქართველოს საპატრულო პოლიცია

1780138856

საზოგადოება

ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა

ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაცია „ქრონიკას“ სუს-მა დაუდასტურა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა...

ირაკლი ჩიხლაძე

1780138351

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა

ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტი...

ცოტნე ივანიშვილი