სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი კანდელაკის ფეისბუკ პოსტი„დღის ქრონიკასთან“ შეაფასა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია.
„მოღალატე ყორღანაშვილი როგორ შევიდა ჩვენს ისტორიაში?! მან მეფე გასცა. ის იყო ჩვეულებრივი იუდა, ამიტომ საქართველოს ისტორიაში ყორღანაშვილი ასოცირდება ღალატთან. ასე დარჩება გიორგი კანდელაკიც.
ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა.
კანდელაკი გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავის სამშობლოს აბეზღებს და მომავალს ძირს უთხრის“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
სტატიების და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი „ფეისბუქ პოსტით“ ცდილობს, ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია. კანდელაკი წერს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი და თავადვე ამბობს, რომ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ აქვს. ფეისბუქ პოსტში იკვეთება, რომ კანდელაკი ვარაუდებზე საუბრობს.
1780155377
საზოგადოებამარტვილის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დ...
1780154408
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრე...
1780151369
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა
ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გა...
1780149854
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული
თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...
1780149008
საზოგადოებამაია ბითაძე რადიკალებზე: კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან
კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან, - განაცხადა...



























