„რუსეთის მთავრობას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლს გაუშრობს“ - რა წინასწარმეტყველებას აქვეყნებს ლელა კაკულია
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია თავის ფეისბუკ გვერდზე მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.
„მის გვარში იყო გენერალი, რომელიც ჰიტლერს ემსახურებოდა.
ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ მოკლე პუბლიკაცია გაავრცელა სათაურით: „ანტირუსული სანქციები მაღალჩინოსანი „ესესელის“ შვილიშვილმა დააწესა“.
ვფიქრობთ, ამ სათაურის წაკითხვაზე მაშინვე უნდა გაგახსენდეთ ქალბატონ ლელა კაკულიას ძველი წინასწარმეტყველება, რომელიც გერმანიის მომავალ კანცლერზე ჰქონდა ჩაწერილი. და მართალიც იქნებით — პუბლიკაციაში სწორედ გერმანიის ახალ ლიდერზე, ოლაფ შოლცსა და მის „ესესელ“ ბაბუაზეა საუბარი.
როგორც რუსული პრესა წერს, შოლცის უახლოეს წინაპრებზე ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება არც ისე მარტივია — „ის აკურატულადაა გამოხშირული“. ანუ დედასა და მამაზე გარკვეული მონაცემების ნახვა შეიძლება, მაგრამ ბებია-ბაბუებზე გერმანული ვიკიპედიაც კი დუმს — და ამას წონადი მიზეზი აქვსო. როგორც ირკვევა, ოლაფ შოლცის ბაბუა, ფრიც ფონ შოლცი, ორივე მსოფლიო ომის მონაწილე და SS-ის ჯარების გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ.
მეორე მსოფლიო ომის დროს პირადად მონაწილეობდა პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე ებრაელთა სიკვდილით დასჯაში.
„ჩინით კიდევ უფრო დაწინაურდებოდა, მაგრამ არ დასცალდა - 1944 წელს ნარვის მახლობლად დაიღუპა“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.
რაც შეეხება ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებას, რომელიც გაზეთებშიც გამოქვეყნდა თავის დროზე, შემდეგ წიგნებშიც შევიდა და „ფეისბუკზეც“ აიტვირთა, როცა წინასწარმეტყველების სრული ტექსტი ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ, ასე გამოიყურება:
2008 წელი, 8 აპრილი
რუსეთის უსინდისო განცხადებები და ქმედებები ბევრ ქვეყანას მართლაც გააცოფებს. უკვე იკვეთება მოსკოვის სურვილი, ევროპა ხელში მოიწმყვდიოს. ეს ევროპის ქვეყნებს სულ გააგიჟებს, ვხედავ, და დაიწყება მოულოდნელი ქმედებები მოსკოვის მიმართ. ევროპა უკვე იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკა-ბრიტანეთს. გერმანიის კანცლერი ქალბატონი პოლიტიკური არენიდან მიდის და მოდის ძალზე ჭკვიანი, ტანმაღალი მამაკაცი კანცლერად. იგი აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს გერმანულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, შეუძლებელს შეძლებს. მოსკოვს კი არ მოეფერება, არამედ პირიქით, რკინის მუშტს მოუქნევს. ვხედავ, მის გვარში იყო გენერალი, რომელიც ჰიტლერს ემსახურებოდა (ბაბუა), რაზეც ალაპარაკდებიან. მაგრამ ეს გერმანიას და ევროპას სულ არ აღელვებს. იგი ნამდვილი კანცლერია — რუსეთთან ყველა მოლაპარაკებას მოიგებს.
2009 წელი, 1 სექტემბერი
ადრე ვთქვი და ვიმეორებ: გერმანიაში მოდის კანცლერი, ანუ მთავრობა, რომელიც რუსეთის მთავრობას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლს გაუშრობს. რუსეთი ძალიან აფორიაქდება. გერმანიასთან ურთიერთობის გართულება მათი პოლიტიკისთვის დიდი დარტყმა იქნება. რუსები ხმამაღლა განაცხადებენ, რომ გერმანიის კანცლერი არის შთამომავალი ჰიტლერის ფაშისტური არმიის წევრისა. ვხედავ, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ, მერე რა?! ეს არავისთვის არაფერს არ ნიშნავს. ახალი კანცლერი კი ვერ იტანს რუსეთს.
აი ასეთ ცეცხლს დაანთებს რუსეთი, მაგრამ მას არცერთი ქვეყანა არ აჰყვება. უბრალოდ, რუსეთი დაკარგავს ევროპაში მომხრეებს...“- წერს ლელა კაკულია თავის ფეისბუკის გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1791459717
ახალი ამბებიმეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...
1791459560
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს
„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...
1791458082
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს
„ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს“, - განაცხადა საპროცედურო...
1791456168
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა რაიმე საკითხის შესწავლით, არამედ პოლიტი...
1791456032
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...

























