"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის" - ამოკაწრული ვანში, დედათა  მონასტრის კედელზე

ფეისბუკგვერდზე "წიგნების ჭია" საინტერესო ისტორია ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის..." - მოკაწრული ვანში, დედათა  მონასტრის კედელზე.

ბოლო გაკვეთილის ზარიც დაირეკა.

წიგნები სწრაფად ჩავალაგე ჩანთაში და სასკოლო ოთახიდან გამოვვარდი.

მთელი დერეფანი სირბილით მოვიტოვე უკან.

ეზოში გამოსასვლელს, რომ მივუახლოვდი, შევჩერდი.

კაბა გავისწორე, თმა გავიშალე და ნელი ნაბიჯით გავაგრძელე სვლა. ვიცოდი, ყოველ პარასკევს, ამ დროს, ეზოში იდგა თანატოლებთან ერთად.

რა დამავიწყებდა?!.. მთელ კვირას ამ დღის მოლოდინში ვატარებდი.

გარდაუვალი რიტუალი იყო სკოლის მერე სახლში ერთი გზით წასვლა. მე მხოლოდ ის ერთი დღე მქონდა მის გვერდით ყოფნისა.

სკოლის ეზოსაც გამოვცდი. რა თქმა უნდა, უკან არ მომიხედავს.

ჭადრების ხეივანს როგორც კი შევუდექი, უკან ნაცნობი ფეხის ნაბიჯების ხმა მომესმა.

სუნთქვა აჩქარებული მომიახლოვდა. თითქოს ჩემს გვერდით და თან ერთი ნაბიჯით უკან მოდიოდა.

ჩანთის გამორთმევა უნდოდა, არ დავანებე.

ჩემითაც ვუმკლავდებოდი რამდენიმე წიგნის სიმძიმეს მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს შედარებით მძიმე ჩანთა მქონდა.

„დიდოსტატის მარჯვენა“  მედო სხვა წიგნებთან ერთად. კითხვა მქონდა დაწყებული. ისე, კი მინდოდა  ამ რომანზე მასთან ლაპარაკი.

ჭიაბერის გარეგნობის აღწერას რომ მივადექი, თვალებგაფართოებული ვკითხულობდი, მეგონა  იმ ბიჭს აღწერდა ავტორი ყოველ პარასკევს ჩემს გვერდით და თან ერთი ნაბიჯით უკან, მორცხვად რომ მოდიოდა.

წიგნზე კი არა, საერთოდ ვერაფერზე ვბედავდი მასთან საუბრის დაწყებას. არადა ლაპარაკი ძალიან მიყვარს. არ ვიცი პარასკეობით რა მემართებოდა...

ბავშვობაში ბებიაჩემი მიყვებოდა ხოლმე: თურმე ერთი ბიჭი ჰყვარებია სკოლაში. სანამ ჯარში წავიდოდა, ხშირად ვნახულობდიო,

- მეუბნებოდა. ბაბუაჩები არ ყოფილა ის ბიჭი. ბაბუას მერე მოუტაცებია, იმის ჯარში ყოფნისას... ბებიაც დარჩენილა... მე სულ იმ ჯარისკაცზე მიყვებოდა და არა ბაბუაჩემზე.

ბებია  სულ იხსენებდა, ჩვენ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, ხელი-ხელ ჩაკიდებულებიც კი არ დავდიოდითო.

თან ჩემს დროს აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდაო?!..  

მე ამაზე სულ მეღიმებოდა.

მერე მივხვდი, როგორც უყვარდათ ბებიას და იმ ჯარისკაცს ერთმანეთი, იმიტომ, რომ ჩვენც ასე დავდიოდით ხოლმე. გვერდიგვერდ და თან ერთი ნაბიჯით უკან...

მაღალი იყო, ზღვისფერი თვალები, გრძელი წამწამები, ოქროსფერ კულულებიანი თმა ჰქონდა. თმას მოკლედ არასოდეს იჭრიდა. იმ სიგრძე ჰქონდა ხოლმე, რომ თავის ლამაზ თვალებს სულ უფარავდა.

ერთადერთხელ გავბედე მის მზისფერ თმას შევხებოდი, თვალები მინდოდა გამოსჩენოდა...
„რა ლამაზი იყავი, ბიჭო...“

მაშინ პატარები ვიყავით, სულ პატარები...

იმ პარასკევს ბოლო გაკვეთილი არ ჩამიტარდა. საკლასო ოთახიდან ადრე მაინც არ გამოვედი. ზარი რომ დაირეკა, მე უკვე გამოსაქცევად მზად ვიყავი. გულაჩქარებული, მაგრამ მშვიდი სახით გამოვედი სკოლის კარებიდან.

გვერდით არ გამიხედავს, ვერ დავინახე. აქამდეც არ ვიხედებოდი ხოლმე, მაგრამ სულ ვხედავდი. ჭადრების ხეივანიც უკან მოვიტოვე.

უფრო და უფრო ვანელებდი სიარულს. უკან ნაბიჯების ხმა მაინც არ მესმოდა.

ნეტავ ახლა გამოჩნდეს და ვთხოვ ჩემი ჩანთა წამოიღოს, - გავიფიქრე. ტირილი მინდოდა. სახლში მივედი. თვალცრემლიანი დედა შემომეგება. გულში მაგრად ჩამიკრა. ცოტაც და ავტირდებოდი...
„რა ლამაზი იყავი, ბიჭო...“

იმ დღის მერე  შევიძულე პარასკევი.

გაკვეთილების შემდეგ სახლში სირბილით  ვბრუნდებოდი. ნეტავ, სხვა გზაც ყოფილიყო სახლამდე მისასვლელი, აღარ მომიწევდა ჭადრების ხეივანში მარტო გავლა...
„რა ლამაზი იყავი, ბიჭო...“

15 წლის ვიყავი პირველად რომ ჩავიცვი შავი მის გამო, მან ჩამაცვა. სკოლა დედაჩემის ხათრით დავამთავრე. ყოველ პარასკევს შავ ტანსაცმელს ვატარებდი.

დედა წუხდა, მაგრამ ეს ჩემი რიტუალი იყო გლოვისა...
არ შემეძლო..  

ვერც შევძელი ჭადრების ხეივანში მარტომ სეირნობა.

სხვისი ფეხის ნაბიჯების ხმას აბა როგორღა ავიტანდი?!.. 

მხოლოდ პარასკევი არ იყო საკმარისი გლოვისთვის.

არც იმ დღეს ჩაცმული შავები. ამიტომ გადავწყვიტე და ჩემი ცხოვრების  ყოველი დღე პარასკევად ვაქციე.

„16 წლის აღვიკვეცე.“ აღკვეცის დღედაც პარასკევი ავირჩიე. ჩემი სოფლის მონასტერში დავრჩი. იქიდან ხელის გულივით ჩანდა ჩემი სკოლა და ჭადრების ხეივანი...
„76 აქ შემისრულდა.“

მისი სურათიც არ მაქვს.

წელიწადში ერთხელ, ისიც პარასკევს, ავიღებ ხოლმე „დიდოსტატის მარჯვენას“, ვკითხულობ რომელიღაცამდენე  თავს, რომელშიც ჭიაბერის თმასა და  მშვენიერებას სიტყვებით ხატავს ავტორი და ვგრძნობ, თითქოს ჩემს გვერდით და თან ერთი ნაბიჯით უკან,  ნაცნობი ნაბიჯების ხმას...

ნეტავ, მომეცა უფლება ჩემი  ჩანთა გეტარებინა....

„რა ლამაზი იყავი, ბიჭო....“

/ ავტორი: მ. მგალობლიშვილი /

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?! - საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი" - პაპუნა ჯანელიძე

* პრემიერი: ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო დავით არახამია - ჩვენი ოპონენტების მეგობარი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი

1755692506

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

5 516 აბი არადეკლარირებული

1755689013

ახალი ამბები

„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...

პროკურატურა

1755688007

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...

ლევან მახაშვილი

1755685048

ახალი ამბები

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები