უპრეცედენტო განაჩენი: უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე 4 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს - „ის ამას ვერ მოესწრო, რადგან ციხეში გარდაიცვალა“
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ და მამუკა ვასაძემ, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ძალიან ხმაურიან საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანეს.
4 წლის შემდეგ უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე ნარკოდანაშაულში უდანაშაულოდ სცნეს და ორი ინსტანციის განაჩენი გააუქმეს.
როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლოს ეს ვერდიქტი უპრეცედენტოა და ამით სასამართლო პრაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა.
2018 წელს, ირაკლი ქორიძე მაშინ დაიჭირეს, როცა ახალნამშობიარევი მეუღლე კლინიკიდან შვილთან ერთად გამოყავდა. მაშინ ნარკოდანაშაულის სკანდალში კატასტროფის სამედიცინო ცენტრიც გაეხვა. ბრალდებული ირაკლი ქორიძე დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის ყოფილი დირექტორი იყო და მასთან ერთად, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, მეტსახელად "ბახალას" ედებოდათ ჯგუფურ დანაშაულში ბრალი.
სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულმა ირაკლი ქორიძემ ექიმი მამის რეანომობილი გეგმის განსახორციელებლად გამოიყენა. ოფიციალური ბრალი საკმაოდ მძიმე იყო და თითქოს მტკიცებულებებით გაჯერებულიც.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მაშინ დიდი ხმაური ატყდა, რადგან გაირკვა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ირაკლი ქორიძე ციხიდან შეწყალებით ახალი გამოსული იყო. სწორედ ანალოგიური დანაშაულისთვის საკმაოდ დიდი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. თუმცა მალევე გამოვიდა ციხიდან, ამის გამო მაშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებდნენ და არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა. გავრცელდა მაშინ ინფორმაცია, რომ ქორიძე მაკა ჩიჩუას ბიძაშვილის ყოფილი მეუღლე იყო და ვარაუდობდნენ, რომ პრეზიდენტმა ქორიძე სწორედ ამ მოტივით შეიწყალა.
ახალ საქმესთან დაკავშრებით ქორიძეს მოსამართლემ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქორიძე დანაშაულს არ აღიარებდა. მისი ადვოკატი პირველივე წუთებიდან ირწმუნებოდა, რომ ქორიძე უდანაშაულო იყო და მის წინააღმდეგ სამხილები არ არსებობდა, თუმცა ეს განაჩენი მეორე ინსტანციის სასამართლომაც ძალაში დატოვა.
ირაკლი ქორიძის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი:
- უზენაესმა სასამართლომ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ გამამართლებელი განაჩენი მივიღეთ, თუმცა ბრალდებული ირაკლი ქორიძე გარდაცვლილია, მას 15 წელი უკანონოდ ჰქონდა მისჯილი.
ალბათ გახსოვთ ეს ხმაურიანი საქმე, პირველად რეანიმობილის მძღოლი ჯაბა ხულორდავა დააკავეს. მას მანქანაში დიდი ოდენობით სუბოტექსი აღმოუჩინეს. დაკავებულმა თქვა, რომ ეს ნარკოტიკი ეკუთვნოდა "ბახალას" და ირაკლი ქორიძეს. მეორე დღეს "ბახალა" ტაქსით მგზავრობდა და ისიც ძალოვნებმა დააკავეს.
როგორც ვიცი, მას მაშინ ჩაუდეს ნარკოტიკები და ამისთვის იხდის სასჯელს. მაშინ ირაკლი ქორიძესთან არავინ მისულა, იმის მიუხედავად, რომ საქმეში იყო ხულორდავას ჩვენება. ქორიძე არც კი დაუკითხავთ. გამოძიების დროს ჩვენება შეცვალა ხულორდავამ და თქვა, რომ მისგან ეს ჩვენება ზეწოლის შედეგად იყო მიღებული, მაგრამ მოგვიანებით მას საპროცესო გაუფორმდა და ისევ ამხილა გიორგი გიორგანაშვილი და ირაკლი ქორიძე. მათი დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, ირაკლი ქორიძე დააკავეს და "ბახალას" მსგავსად მასაც 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით ბრალი წაუყენეს.
ირაკლი ქორიძეს კი 15 წელი მიუსაჯეს. ეს განაჩენი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ვასაბუთებდით არგუმენტირებულად, რატომ არ უნდა ეცნოთ დამნაშავედ სასამართლოს ქორიძე. გიორგანაშვილი გამართლებული იყო და ავტომატურად გამოდიოდა, რომ ეს არ იყო ჯგუფური დანაშაული. ვამტკიცებდით, რომ ეს კვალიფიკაცია მოსახსნელი იყო და რომ დანაშაული მარტო ჰქონდა ჩადენილი ხულორდავას.
გვქონდა ამის დამამტკიცებელი სამართლებრივი არგუმენტებიც. ერთი არგუმენტი იყო მოწმეების ჩვენებაში არსებული წინააღმდეგობები, ასევე ის, რომ წელიწადნახევარი არც კი გამოკითხეს ამ საქმეზე ქორიძე, აშკარად ჩანდა, საქმე თეთრი ძაფით იყო ნაკერი, მაგრამ ჩვენი დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, აპელაციამაც ძალაში დატოვა ეს განაჩენი, ამის შემდეგ წავედით უზენაესში.
4-წლიანი ბრძოლის შემდეგ მოვიგეთ ეს საქმე. ეს არის სერიოზული პრეცედენტი, გაზიარებული აქვს პალატას დაცვის მხარის მოსაზრებები, რომ ეს ბრალდება არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მოწმის მიერ მიცემული ჩვენება ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. მხოლოდ ხულორდავას ჩვენება არის საქმეში ძირითადი, პირდაპირი მტკიცებულება, მარტო ის ადებს ხელს და ეს არ არის საკმარისი, სხვა ყველაფერი არის ირიბი ჩვენება და არ არის უტყუარი. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობაო.
- ამ განაჩენის შემდეგ შეუძლია ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დააყენოს და კომპენსაცია მოითხოვოს? თუ რადგან იარაღის ნაწილში განაჩენი არ შეცვლილა, ამას ვერ შეძლებენ
- შეუძლია ოჯახმა ამაზე იდავოს, რადგან ძირითადი აქცენტი ამ მძიმე ბრალდებაზე იყო. იარაღზე საერთოდ ხმა არ ამომიღია უზენაესში, არც გვიდავია და არც გაგვიმახვილებია ყურადღება. ირაკლი ქორიძეს სამი შვილი ყავს, რომ დააკავეს ახალშობილი იყო მისი პატარა. შვილები ეზრდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი უდანაშაულობის დამტკიცება ამ უმძიმეს ბრალდებაში. ძალიან განიცდიდა ოჯახი. მამამისი, თემურ ქორიძე გადაყვა ამ ბრალდებაზე დარდს, დედა ძალიან განიცდიდა. ალბათ ვიდავებთ მორალური ზიანისთვისაც. შევუთანხმდები ოჯახს. ახლა 4 წლის შემდეგ განაჩენით დამტკიცდა ირაკლი ქორიძის უდანაშაულობა და რომ ამდენი ტალახი ტყუილად გვესროლეს.
- მისი ქონება დაყადაღებული იყო, ამ კუთხით რა მოხდება?
- ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს განაჩენი. მის უძრავ ქონებას მაშინ დაადეს ყადაღა და ცალკე საქმე აღძრეს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან გვაქვს საქმეო. ჩათვალეს, რომ ეს არის ნარკოტიკებიდან შემოსული თანხით შეძენილი ქონება. არადა კრედიტით იყო შეძენილი. ამ განაჩენის შემდეგ ქონებას ყადაღა მოეხსნება და დაუბრუნება ოჯახს. სამწუხაროდ, ამას თავად ბრალდებული ვერ მოესწრო. ის საშინლად განიცდიდა ამ ბრალს. ბავშვებზე, მეუღლეზე და დედაზე ნერვიულობდა. ნერვიულობის ფონზე გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირველად რომ დაიჭირეს, მაშინ თავში ურტყეს და შემდეგ თავში სიმსივნე განუვითარდა, ციხეში გარდაიცვალა.
- "ბახალა" ისევ ციხეშია დღეს?
- გიორგანაშვილი როგორც ვიცი, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
წყარო: ambebi.ge
ასევე საინტერესოა:
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...
1793630102
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...
1793628822
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...






























