ზელენსკი: გთხოვთ, აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სტანდარტები

„აღარასოდეს, გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს. და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოს“  - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს სამიტის მონაწილეებს ბრიუსელში.

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. 

„დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თავდაცვით გაერთიანებაში. ისეთი გრძნობაა, რომ ნაცრისფერ ზონაში ვართ. დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სავსებით გასაგები, ლოგიკური თხოვნით, ჩვენი ცის დაკეტვის დახმარებისთვის. ნებისმიერ ფორმატში. დაცული იყოს ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. უკრაინას არ აქვს ძლიერი ანტისარაკეტო იარაღი. იმაზე ნაკლები ავიაცია აქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომაც მათი უპირატესობა ცაში - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა.

დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაზე გაჩერებას. არ ფიქრობს და არ აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა. NATO-ს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ. ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის წინააღმდეგ - ეს უეჭველია. შეწყვეტს თუ არა მაშინ NATO ამაზე ფიქრს, როგორი რეაქცია ექნება NATO-ს? ვინ შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული?.

შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების ერთი პროცენტი. ყველა თქვენი ტანკის ერთი პროცენტი. ერთი პროცენტი! ამის ყიდვა უბრალოდ არ შეგვიძლია - მსგავსი მოწოდებები პირდაპირ არის დაკავშირებული NATO-ს [პოლიტიკურ] გადაწყვეტილებაზე.

გთხოვთ, მეტჯერ არასდროს, არასდროს არ გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის გაცემა შეგვიძლია ევროპასა და მსოფლიოში საერთო უსაფრთხოებისთვის“, - უთხრა ნატოს ლიდერებს ზელენსკიმ.

სამიტის გახსნისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის, ასევე, ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

ასევე საინტერესოა:

🔵 პატივს მიაგებს ყველა, ვინც როგორ ჩათვლის, ალბათ, მივლენ პანაშვიდზე – ბექა დავითულიანი უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე

🔵 სალომე ზურაბიშვილი თბილისის აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო

🔵 უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა