ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობას სთავაზობდნენ - კრიმინალური ავტორიტეტი ვიდეოს ავრცელებს

ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობას სთავაზობდნენ - ვრცელდება გიორგი კილაძის ვიდეომიმართვა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მოწყობის რუსულ სქემაზე საუბრობს, რომლის ერთ ერთი მთავარი ფიგურანტი თავად უნდა გამხდარიყო. “ეფესბეს“ ოფიცერი ე.წ. კრიმინალურ “ავტორიტეტს“ საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას სთხოვდა.

“მე ვარ გიორგი კილაძე, კანონიერი ქურდი. ჩემთან კავშირზე გამოვიდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. მთხოვეს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მომეხდინა. მე ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, არ ვაპირები არავის გაყიდვას“ - აცხადებს კილაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ აღიარების შემდეგ ქართველ ეგრეთწოდებულ “კანონიერ ქურდს“ უკრაინის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა ოფიციალურად მისცეს და ამჟამად ის საბერძნეთში იმყოფება. მანამდე კი კილაძე ჩერნიჰივის ციხიდან გაიქცა. ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა 13 მარტს, მოლდოვის საზღვართან დააკავეს და კვლავ საკანში დააბრუნეს. აღმოჩნდა, რომ ქართველ ეგრეთწოდებული კრიმინალურ “ავტორიტეტს“ ციხიდან გაქცევაში დაწესებულების დირექტორის მოადგილე დაეხმარა.

"რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება უკვე შეუფარდა No91-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის პირველ მოადგილეს, გენადი ბალაბატკოს, რომელიც ეჭვმიტანილია ციხიდან პატიმრის გაქცევის ხელშეწყობაში. რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, მან უკანონოდ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, 30 წლის “კანონიერი ქურდი“ - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ის, რომ რუსული სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყანაში კრიმინალურ სამყაროს საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებენ, ცნობილია სამართლისა და უსაფრთხოების ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არაერთი ეგრეთწოდებული “კანონიერი ქურდი“ რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობს.

30 წლის გიორგი კილაძეს კრიმინალურ წრეებში “გეგა ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ. ის უკრაინაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

წყარო:რუსთავი2

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵გზა აშშ-მდე მექსიკის გავლით - მარტივი არაფერია, მაგრამ არც ძნელი, ციხეში ვიყავით 3 კვირა, გადავიხადეთ გირაო

🔵დედამიწაზე ატომური საათის გამოგონებიდან ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა🌎

🔵გერმანიის კონსულმა, სავარაუდოდ, საკუთარი მეუღლე მოკლა - სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775502572

მსოფლიო

ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...

ტრამპი ტრამპი

1775500803

ახალი ამბები

🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს

NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...

რეკორდი რეკორდი

1775499762

საზოგადოება

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...

სოზარ სუბარი

1775499605

სოციალური მედია

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...

ილჰამ ალიევი

1775496205

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...

ტრამპი ტრამპი