ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში - ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!
„მსოფლიო დაპატარავდა“ და ბევრი ისეთი ინფორმაცია გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი, რომელზეც ადრე წარმოდგენა არ გვქონდა, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, სადაც გამოცდილი ექსტრემალებიც კი ვერ ბედავენ თამამად შეღწევას და მიახლოებას.
მაშ ასე, „ექსკლუზივტვ“ გთავაზობთ ონლაინ მოგზაურობას, მსოფლისო ყველაზე საშიშ ადგილებში.
დავიწყოთ:
Keymada Grande – გველის კუნძული

გველების კუნძული, ბრაზილია - გველების კუნძული ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია დედამიწის მასშტაბით. ამ კუნძულზე არის მხოლოდ ტყე და უამრავი გველი, მათი სრული უმრავლესობა კი შხამიანია. ბრაზილიის მთავრობამ ამ კუნძულზე ადამიანთა მიმოსვლა სრულებით აკრძალა.
კეიმადა გრანდი მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ბუდეა. მათი ნაკბენი მომაკვდინებელია და ქსოვილების სწრაფ ნეკროზს იწვევს. ნაკბენის ადგილიდან იწყება ლპობის პროცესი, რაც ძვლებამდე აღწევს და მთელ სხეულს მოიცავს. შედეგი ყოველთვის ერთია – გარდაუვალი სიკვდილი.
ამბობენ, რომ ოდესღაც, კუნძულზე შუქურა იყო, რომელსაც ადამიანები ემსახურებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ ღამესაც გველებმა შუქურაში შეაღწიეს და ყველა დაკბინეს, ის ავტომატურით შეცვალეს. 1985 წლიდან, ბრაზილიურმა ხელისუფლებამ კუნძული თავისი დაცვის ქვეშ აიღო და უნიკალურ ნაკრძალად გამოაცხადა, რომელიც პრაქტიკულად ხელუხლებელია ადამიანისაგან და მსოფლიოში ყველაზე დიდ, ბუნებრივ სერპენტარიად ითვლება.
კუნძულის ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ ერთიდან ხუთ სასიკვდილო შხამიან გველს გადაეყრებით. ისინი გადამფრენი ფრინველებით იკვებებიან. კეიმადა გრანდე ერთადერთი ადგილია პლანეტაზე, სადაც გველებმა შეძლეს ხალხის სრულად გაძევება.
სიკვდილის გზა

The North Yungas Road, ჩრდილოეთ იუნგასის გზა, ან როგორც მას უწოდებენ: „ბედის გზა“ ან „სიკვდილის გზა“, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზაა მსოფლიოში. ის ბოლივიაში მდებარეობს და გადის უფსკრულზე, რომლის სიღრმე 600 მეტრია. ის 1930 წელს შექმნეს პარაგვაელმა პატირებმა. ისინი პოლიტიკური ტყვეები იყვნენ ნავთობის დატაცებისთვის გაჩაღებულ ჩაკოს ომის დროს. ამბობენ, რომ წელიწადში ამ გზის მსხვერპლი საშუალოდ 300 ადამიანია. ხშირია მანქანების გზიდან გადავარდნისა და მგზავრთა ფატალური დასასრულიც. ამის მიზეზი ის არის, რომ 4 000 მეტრზე გამავალ ამ გზას საერთოდ არ აქვს ბარიერები, მემანქანეს კი უმცირესი შეცდომაც კი სიცოცხლის ფასად უჯდება.
ტბა კივუ/კონგო/რუანდა

თუ გაგიმართლებთ, მოხარშული თევზი პირდაპირ ტბიდან შეგეძლებათ დააგემოვნოთ. კივუ ვულკან კიტუროსთან ახლოს მდებარეობს და ლავის ამოფრქვევის დროს, ის პირდაპირ წყალში ეშვება. თევზები და წყალმცენარეები დუღილს იწყებენ. როდესაც ვულკანი შეწყვეტს თავის საქმიანობას, ადგილობრივები ნავებით გადიან ტბაში და თევზს მიირთმევენ. ბოლოს ასეთი შემთხვევა 1948 წელს მოხდა. კივუს ფსკერზე დიდი რაოდენობით მეთანია და თუ ის გამოთავისუფლდება, მოხდება რაღაც ამერიკული ბლოკბასტერის მსგავსი. 2 მილიონი ადამიანი, ფაქტობრივად ვულკანზე ცხოვრობს და ყოველ წამს ელოდება კატასტროფას.
დალოლი/ეთიოპია

ჯოჯოხეთის კარიბჭე არსებობს - მიიჩნევა, რომ ეს დალოლის დასახლებაშია, ეთიოპიის ჩრდილოეთით, დალაკილის უდაბნოში. ზაფხულში ტემპერატურა 60+ გრადუსს აღწევს. ტერიტორია უწყვეტი მარილიანი ველებისგან და ვულკანებისგან შედგება. ქალაქი მოჩვენება ნამდვილად არსებობს – სწორედ ასე უწოდეს დალოლს ადგილობრივებმა, არასტუმართმოყვარე კლიმატის და ინფრასტრუქტურის გამო.
ტრისტან-და-კუნჰას არქიპელაგი/დიდი ბრიტანეთი

არქიპელაგიდან აფრიკაში 2816 კმ-ია, სამხრეთ ამერიკაში – 3360 კმ და წმინდა ელენას კუნძულიდან – 2161 კმ. თუ დაკარგულ კუნძულამდე მიაღწევთ, თქვენ დაახლოებით 300 ადამიანის და ტრისტანელი მწყემსი-ფრინველების კომპანიაში აღმოჩნდებით. ამ ფრინველებმა ფრენა არ იციან. აქ არც აეროპორტია. მოხვედრა იქ მხოლოდ ზღვით შეგიძლიათ. ითვლება, რომ აქრიპელაგის ჩრდილოეთ კუნძულები 1506 წელს, პორტუგალიელმა ტრისტან და კუნჰამ აღმოაჩინა, მაგრამ ის არ გადასულა კუნძულზე. კუნძული გოფი ინგლისელმა მეზღვაურმა, ჩარლზ გოფმა 1731 წელს აღმოაჩინა. კუნძულის შესახებ არსებობს ლეგენდა, მაგრამ ის მარტო ადგილობრივებმა იციან. ამ კუნძულზე მოხვედრა და იქიდან თავის დაღწევა ძალიან რთულია.
მეგალაია - ინდოეთი

ქალაქ მოსინრემში არის ნიშანი “ყველაზე სველი ადგილი დედამიწაზე”, მაგრამ მისი დანახვა განუწყვეტელი წვიმების გამო ძალიან ძნელია. აზრი არ აქვს აქ ამინდის პროგნოზის კითხვას – ყოველდღე წვიმს. სამაგიეროდ, აზრი აქვს ბამბუკისა და ბანანის ფოთლებისგან დამზადებული ქოლგის შეძენას. გვერდიდან ისე ჩანს, რომ თითქოს დიდი ნავი დაგაქვთ. წვიმების გამო, აქ ხშირად ცვივა კლდეებიდან ქვები.
ბეიბურთის გზატკეცილი / Bayburt D915 Highway

დიდი ხნის განმავლობაში ბეიბურთის გზატკეცილი მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად. მას D915-სახელითაც მოიხსენიებენ. ბეიბურთის გზატკეცილი 1916 წელს შეიქმნა, რუსი ჯარისკაცების მეირ. თუ თავბრუსხვევა თქვენი სისუსტეა, მაშინ აქ არასდროს უნდა მიხვიდეთ, რადგან, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი და თქვენ “თავისუფალი ვარდნით” დაასრულებთ სიცოცხლეს. მიუხედავად ასეთი დიდი საშიშროებისა, ათასობით ტურისტი რისკავს აქ ასვლას და ადრენალინის ჭარბ რაოდენობასაც გამოიმუშავებს. მისი მწვერვალიდან გადმოხედვისას იშლება თვალწამრტაცი ხედები, რაც წვალებად ნამდვილად ღირდა.
ასევე დაგაინტერესები:
🔵საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს
1787939787
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...
1787939500
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...
1787937352
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...
1787935325
მსოფლიოსაბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო
ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნ...
1787933428
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება
„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის...































