რა უნდა გვქონდეს და არ უნდა გვქონდეს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე - აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები

უკვე დაიწყეთ საახალწლო სუფრისთვის პროდუქტების შეძენა? ან ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გქონდეთ სადღსასწაულო სუფრაზე? მაშინ, ეს სტატია დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიო ის კერძები და ატრიბუტიკა, რომელიც მყუდროებასა და საახალწლო განწყობას შეგიქმნით.

2022 ვეფხვის წელიწადია, ოღონდ ამჯერად წყლის სტიქიის შავ-ლურჯი ფერის ვეფხვის წელიწადია, ამიტომაც კარგად უნდა დავგეგმოთ რა და როგორ გავაკეთოთ, ამასთან, რა არ უნდა მოხვდეს საზეიმო სუფრაზე.

ხორციანი კერძები

ვეფხვი, ხორცის მოყვარულია, გამომდინარე აქედან, საახალწლო სუფრისთვის სავსებით შესაფერისი იქნება ფრინველის, ცხვრის ან ღორის ხორცით მომზადებული კერძები. ხოლო, საქონლის და ხბოს ხორცის მომზადებისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თითქოს, ხარმა ვეფხვი დაამარცხა. ამიტომ, აღმოსავლეთში, ამ ცხოველებს ყველაზე საშიშ მტრებად თვლიან.

ხორცის მომზადება კი, უმჯობესია ერთ დიდ ნაჭრად. ხოლო, უშუალოდ, სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ დაჭრათ, რადგან ვეფხვი მარტოხელა ცხოველია და არასდროს ჭამს ერთი ჭურჭლიდან სხვებთან ერთად. რაც შეეხება თერმულ დამუშავებას, ვეფხვი შემწვარი ხორცის წინააღმდეგი არ იქნება. თუმცა, ხორცის მომზადება ბოსტნეულთან ერთადაც შეიძლება. თუ შესაძლებლობა არსებობს, იდეალური ვარიანტი მწვადი იქნება.

ბოსტნეული

რადგან საახალწლო სუფრაზე ხორცი იქნება, რომელიც საკმაოდ მძიმე საკვებად ითვლება, მასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეული ან ბოსტნეულით მომზადებული კერძები. ასევე შეგიძლიათ, სუფრაზე ნებისმიერი მწნილის მიტანა.

ვეფხვს ესიამოვნება, თუ ხორცის გარნირი ყვითელი ან ნარინჯისფერი იქნება. ამ ეფექტის შესაქმნელად კი, შეგიძლიათ სტაფილო, ზაფრანა ან კურკუმა გამოიყენოთ. საახალწლო მენიუში აუცილებლად უნდა იყოს სალათებიც და ასევე შეგიძლიათ, სოკოს და ქათმის ხორცის ჟულიენიც მოამზადოთ.

დესერტები

რაც შეეხება დესერტებს, ეს შეიძლება იყოს კლასიკური ნაპოლეონი ან ჰაეროვანი პანაკოტა. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ ფუმფულა „ბრაუნი“ ან ორფეროვანი კექსი – „ზებრა“.

სასმელები

გამაგრილებელი სასმელები უნდა იყოს ბუნებრივი და სასურველია, ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობის. ეს შეიძლება იყოს ვაშლის, ფორთოხლის ან ანანასის წვენები ან კომპოტი. ვეფხვს მოეწონება, თუ ოჯახის დიასახლისი უალკოჰოლო სასმელს თავადვე მოამზადებს.

ხოლო, სპირტული სასმელის შერჩევისას, ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ის, ასევე, ყვითელი შეფერილობის უნდა იყოს. მაგ., შამპანური, თეთრი ღვინო ან ღია ფერის ხილის ლიქიორი.

რა არ უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე

რადგან ვეფხვს თევზის დაჭერა არ შეუძლია, შეგიძლიათ, საერთოდ უარი თქვათ ზღვის პროდუქტებზე. თუმცა, თუ გინდათ, რომ სუფრაზე თევზეული იყოს, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი კერძი მოამზადოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მთავარი კერძი სუფრაზე, ხორციანი უნდა იყოს.

საახალწლო მენიუდან უნდა გამორიცხოთ მარცვლეული და ბურღულეული. ამ პტოდუქტების ჩანაცვლება კარტოფილით ან სხვა ბოსტნეულით შეგიძლიათ.

და ბოლოს, კერძების უფრო სურნელოვანი და გემრიელი რომ იყოს, მომზადებისას, სუნელები გამოიყენეთ. ეს ძალიან კარგი მეთოდია იღბლის და წლის მთავარი სიმბოლოს – ვეფხვის, კეთილგანწყობის მისაზიდად, რადგან მას მკაფიო და ძლიერი არომატები მოსწონს.

გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, რომ სუფრის გაშლისას, ყურადღება მიაქციოთ ფერებს. 

„მოდის 2022 წელი, ვეფხვის წელი, ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რომელიც იქნება  დიდი წარმატების სერიოზული ცვლილებების, რეფორმების წელიწადი. ახალი წელი, ვეფხვის წელიწადია, ოღონდ ამჯერად წყლის სტიქიის შავ-ლურჯი ფერის ვეფხვის წელიწადია. წყლის სტიქია რადგან ვახსენეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ შავ-ლურჯთან ერთად, ჩვენ გვაქვს სხვა ფერები. წყლის სტიქია მეგობრობს ხის სტიქიასთან. მწვანის ნებისმიერი კომბინაცია მისაღებია. გაითვალისწინეთ, რომ ასევე მიწის სტიქია და ყავისფერ-ოქროსფერი ტონალობა შემოდის წინა პლანზე, რადგან მიწის სტიქია მეგობრობს წყლის სტიქიასთან. რადგან აღვნიშნეთ რომ შავ-ლურჯი ვეფხვის წელიწადი მოდის, ლურჯი ფერის სათამაშოები, ასევე უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრი გვაქვს გასათვალისწინებელი, ნარინჯისფერი. ეს ის ფერია, რომელიც დაკავშირებულია ვეფხვთან. კიდევ ერთი ფერია, რომლის ხსენებაც გაგიკვირდებათ და იკითხავთ-რა შუაშია წითელი ვეფხვთან? წითელი, ეს არის ცეცხლის სტიქია, ცეცხლი აქრობს წყალს, მაგრამ გაითვალისწინეთ, 2024 წლამდე, ცეცხლის სტიქია შესუსტებულია სამყაროში, ამიტომ, მის გასაძლიერებლად საჭიროა, მოვუხმოთ წითელ ფერს, აქსესუარებში მაინც, მცირედით“.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს

🔵უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო... იმ ცივ და გაუსაძლის ზამთარს,  შვილებს ვერ ათბობდა - პეტრე კოლხი

🔵თვითმფრინავი ისე ირყეოდა, რომ ყველა მგზავრი, ათეისტებიც კი განწირული მზერით კითხულობდნენ გადარჩენის ლოცვებს - ილია ჩაჩიბაია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787939787

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ლიპარტელიანმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯილდო ქართველი სპორტსმენის კარიერაში გრანდ სლემის ტურნ...

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

1787939500

ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. საქართველოს უკვე 4 მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს. საქართველოს ნაკრე...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებ

1787937352

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1787935325

მსოფლიო

საბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო

ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნ...

საბერძნეთმა საჰაერო სივრცეში

1787933428

ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება

„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის...

ლევან ვეფხვაძე