აშშ საელჩო: საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ხანგრძლივი ისტორია დამპყრობლების წინააღმდეგ გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც და რჩება ახლაც

წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით საელჩო მიმართავს ავრცელებს, რომელსაც „exclusivetv“ გთავაზობთ.
„ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღვნიშნოთ ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორობის ყველა ასპექტი. დღეს მსურს გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
30 წლის წინ, მოსკოვის თითქმის ორას წლიანი ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ რთულ წლებს ქართველმა ხალხმა მედგრად გაუძლო და მრავალი სირთულე გადალახა, რათა ჩამოეყალიბებინა თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია მისი ევროპული ისტორიის საფუძველზე, კოლხეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაბადებიდან მოყოლებული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის სურვილისა, ჰქონდეთ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.“, - აღნიშნულმა განცხადებაში.
„საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ხანგრძლივი ისტორია დამპყრობლების წინააღმდეგ გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც და რჩება ახლაც.
როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონალური და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სარგებლისთვის – იქნება ეს შავი ზღვის ღიაობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; უკანონო ნარკოტიკებისა და იარაღის შემოსვლის აღკვეთა თუ საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მოქმედება. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად, ვმუშაობთ რა, დიპლომატიის გზით ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და ეუთო, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსების და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ გზით ინარჩუნებენ ჩვენი ერები ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ.
მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.
როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ.
ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების მანძილზე არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ 19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს.
რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, როგორც ვნახეთ. ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული მათ დასაცავად. რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშე მრავალი გამოწვევაა, ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი გაერთიანებულია ჩვენი საერთო ძალისხმევის ირგვლივ. 30 წლის მანძილზე, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ არის აქ, საქართველოში, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის მოთხოვნით, ერთობლივი ძალისხმევით დემოკრატიის და ეკონომიკის გასაძლიერებლად და გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად. არსებობს დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი მიზნებისადმი, აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, რაც ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებიდან მომდინარეობს. ვამაყობთ, რომ ჩვენი 30 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა. არსებობს ნდობისა და პატივისცემის ღრმა რეზერვი, რომელიც განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვუწევდით რა მეგზურობას საქართველოს გარდაქმნების რთულ გზაზე. ეს ნდობა და პატივისცემა ჩვენთვის ძვირფასია. შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს.
საქართველომ განავითარა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ბევრი წარმატებული ბიზნესი, რომლებსაც სურთ ერთობლივი პარტნიორული მუშაობა. ასევე, არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 6000-ზე მეტი კურსდამთავრებულის ქსელი. ისინი თითქმის ყველა სექტორში მუშაობენ და ყველაზე ერთგულ და დინამიკურ ადამიანებს შორის არიან, ვისაც აქ შევხვედრივარ. ისინი საზღვარგარეთ მიღებულ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს გამოწვევებზე სამუშაოდ იყენებენ.
ქართველებმა გამოცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის. მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ქართველ ხალხს.
ოცდაათი წელი. ეს ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს.“- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული
1752645719
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: განა ვერ შედგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმება - არ შედგა, ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს, რომელზეც საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მისი...
1752643397
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის
„ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლე...
1752642208
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს გარე უფროსების კარნახით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ
რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გარე უფროსები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი. ის დარწმუნებუ...
1752612194
ახალი ამბებისარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჯიისაქენდში, სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 74 წლის კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარ...
1752610916
საზოგადოება„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სა...