პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული

საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ქალზე ძალადობის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს სავარაუდოდ, მოძალადე პოლიციელი.
ვიდეოს პარტია „ დროა“ -ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა ავრცელებს. „ვიცი, რომ ნამდვილად პოლიციის თანამშრომელია ასახული ვიდეოზე. ვაპირებ, რომ წავიდე სამმართველოში, მივიტანო ვიდეო მტკიცებულება და ბოლომდე მივყვები ამ ამბავს", - აღნიშნავს სიჭინავა.
ასევე საინტერესოა:
1752668095
ახალი ამბებიშს მინისტრმა გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმე...
1752666417
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იქნებ ერთხელ მაინც გადადგან სწორი ნაბიჯები და დაუბრუნდნენ დემოკრატიულ ჩარჩოებს, წესიერად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს გადადგან სწორი ნაბიჯი და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. „იქნებ ერთხელ მაინც გადადგან სწორი ნაბიჯ...
1752664583
ახალი ამბებინინო წილოსანი: „კოლექტიური“ ნაცები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთნი არიან ფუნდამენტალისტი, ვინც თავის შავბნელ იდეებისა და მოქმედებებში ჩაიკარგნენ და მეორე, ვითომ უფრო პროგრესული „ნაცები“, ემხრობიან არჩევნებში მონაწილეობას
„კოლექტიური“ ნაცები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთნი არიან ფუნდამენტალისტი ნაცები, ვინც თავის შავბნელ იდეებისა და მოქმედებებში ჩაიკარგნენ და ჩარჩნენ და მეორე, ვითომ უფრო პროგრესული „ნაცები“ გახარია-ხაზარაძი...
1752661727
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოლდოვაში, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები, ყველა კრიტერიუმით, ჩვენ ვართ გაცილებით წინ, ვიდრე მოლდოვა, ეს ყველაფერი ორმაგ და ასმაგ სტანდარტზე პირდაპირ მეტყველებს
„მოლდოვაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები. ყველა კრიტერიუმით, ჩვენ ვართ გაცილებით წინ, ვიდრე მოლდოვა, იგივე კორუფციის სიმცირით. ეს ყველაფერი ორმაგ და ასმაგ სტანდარტზე პირდაპირ მეტყველებ...
1752659671
საზოგადოებაროგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს. რეკომენდაციები: 👇 ✔️ ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ - ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე...