ბათუმში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს - ბაია პატარაია
უკრაინის მოქალაქე აცხადებს, რომ საქართველოში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მის უფლებებს საფარი იცავს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, შემთხვევა იანვარში, ბათუმში მოხდა.
"ძველ ახალ წელს მოხდა შემთხვევა, როდესაც უკრაინის მოქალაქე ქალი თავის მეგობართან იმყოფებოდა, სადაც მას მიაღებინეს მისთვის უცნობი ტიპის ალკოჰოლური თუ სხვა ტიპის ნივთიერება, შემდეგ გადაიყვანეს სხვა ადგილზე და იმის იქით უკვე ადამიანს აღარ ახსოვს რა ხდებოდა ფრაგმენტულად ახსოვს გაუპატიურების მომენტები. ისიც არ იცის, ერთი ადამიანი იყო თუ რამდენიმე ადამიანი. როდესაც აზრზე მოვიდა, იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები და უკვე მეორე დღეს მიმართა პოლიციას", - ამბობს პატარაია.
ორგანიზაციის იურისტის, თამარ ლუკავას განცხადებით, ქალს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, შესაბამისად, იურისტებს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ.
"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა გამოძიებამ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს მოწოდებული მსხვერპლი ქალისგან. ჩვენ არ ვიცით, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნა თუ არა ექსპერტიზები. ვიცით, რომ ამოღებულია კონკრეტული მტკიცებულებები, მაგრამ დანიშნულია თუ არა ექსპერტიზა, არ გვაქვს ინფორმაცია. ვინაიდან, გამოძიება დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს მსხვერპლს, ჩვენი ხელმისაწვდომობა გამოძიების მასალებზე იზღუდება", - ამბობს ლუკავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵არ შეიძლება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე - ლუკაშენკო
1787339542
მსოფლიორუსეთს მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა
„რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია საშუალება UNIAN-ი ავრცელებს. არსებული ცნობით, თავდასხ...
1787336586
ახალი ამბებიგანათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია ჰარვარდის დევისის ცენტრის საქ...
1787333930
ახალი ამბებინიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია
მარცვლეულის სექტორის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების გაზრდისთვის, „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკის ხელმისაწვდომობ...
1787332012
ახალი ამბებინიკოლოზ ბენიაიძე: დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემების პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროსთან
საქართველოში მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ფერმერების უმრავლესობამ მოსავლის აღების სა...
1787329801
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, ესენი არიან ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები
„ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები...





























