დავიკელი 12 კილოგრამი, პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს, მე კვირას ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, ვერ იღებს საკვებს და კვირას ფეხების კონტროლიც მთლიანად დაკარგა.

„თქვენ იცით, რომ გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი, იმიტომ, რომ კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა. მე ახლა ვარ იმავე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ბოლო დღეების განმავლობაში დავიკელი 12 კილოგრამი, პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს, ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ არ ვიცი, მე კვირას ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე. ეს იწვევს მცირე ტკივილებს ფეხებში, რისი მოხსნაც ტკივილგამაყუჩებლებით ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და თქვეს რომ სიტუაცია არის მძიმე, გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა, იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი ბევრი გაგებით, ვიდრე მიმიყვანეს. რა თქმა უნდა, საპატიმრო არაა მორგებული რამის სამკურნალოდ, ეს გასაგებია, მაგრამ მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობელი ვარ აქაური ექიმისაც, რომელმაც სხდომის დაწყების შემდეგ მდგომარეობიდან გამომიყვანა, წამერთვა ხელახლა მგრძნობელობა და ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას თუ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ნემსით გამიკეთდა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵 მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა

🔵 მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა - ავარიის შედეგად დაშავებული დათი ისრაელში მკურნალობს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე:

1795801614

ახალი ამბები

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...

პრემიერი

1795800465

ახალი ამბები

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

ყვითელი ლენტი

1795800099

ახალი ამბები

პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან

პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში დაეცვათ წესრიგი, უზრუნველეყოთ წესრიგ...

ირაკლი კობახიძე