დედაჩემი საავადმყოფოში წაიყვანეს, ინფარქტგადატანილი ქალი! მოყვა რომელიმე ჩვენგანმა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი "ფეისბუქზე" წერს, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგ აგორებული

"ფეიკკამპანიის" გამო, არაერთი დეპუტატის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგა საფრთხის ქვეშ, მათ შორის, თავად წილოსანის დედის.

"რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი?

პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.

მეორე, - რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით "ტიკ-ტოკზე" ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?

მათ შორის, საკუთარი ნაცი მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები?

გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…

ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე !! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში…

ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას , ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!" - წერს ნინო წილოსანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794481003

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. როგორც „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდუ...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია

1794480470

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა საქართვე...

მიხეილ ყაველაშვილი

1794479525

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.   „შინაგან საქმეთა სამ...

პროკურატურა

1794478476

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს - ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კაი კალასისი განცხადებას ეხმიანება, რომ - „აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლა...

შალვა პაპუაშვილი

1794476567

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში

„ბრიუსელის ბოლო პერიოდის პოლიტიკა სამარცხვინოა და დაცლილია ევროპული ფასეულობებისგან. ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდის კრემლს დაემსგავსა, როდესაც დირექტივებს გასცემდნე...

გიორგი სოსიაშვილი