კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს : იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, კვიპროსს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.
ევროპაში კორუფციის სიმცირით დანია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს.
კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორეზე ალბანეთი, ევროპაში მესამე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა. რაც შეეხება რუსეთს, ევროპის ყველაზე ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში ის სერბეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კორუფციის არარსებობას მთავრობაში და განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მექრთამეობას; საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას; საჯარო სახსრების და რესურსების მითვისებას. კორუფციის ეს სამი ფორმა შესწავლილია აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ჯარის, პოლიციის და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან მიმართებაში.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
1789969390
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1789967845
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია
პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური...
1789967779
ახალი ამბებიუწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათ...
1789967563
ახალი ამბებიგია ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე: გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი
„დაპირისპირების გამწვავებისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების ამორალური მცდელობა“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებ...
1789937266
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების შე...































