მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები

„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.
ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.
სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.
მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.
ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები“. - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1695219147
სპორტი4 მედალი და გუნდური მესამე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში ასპარეზობა დაასრულეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა და საქართველოს წარგზავნილებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, აღნიშნ...
1695153540
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებ...
1695134402
საქართველოქართული ენა დუოლინგოზე - გავაცნოთ ქართული ენა მსოფლიოს!
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უერთდება კამპანიას „ქართული ენა დუოლინგოზე“. ქართული ენის დამატების თხოვნით დეპარტამენტმა ოფიციალური წერილითაც მიმართა აპლიკაციის მმართველ გუნდს. Duolingo მსოფლიოში უცხო...
1695132056
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 20 სექტემბერს უცხოურ ვალუტას?
19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6412 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის...
1695061570
საზოგადოებასაქართველოს ევროპული მომავალი აქვს! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! - სალომე ზურაბიშვილი
„პრეზიდენტი - ჩვენი მომავალი ევროპაა! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს!“ - საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში...