მეუფე სპირიდონის ბევრისთვის უცნობი დეტალები (ვიდეო)

სოციალურ ქსელში, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია წერს მეუფე სპირიდონზე (გოჩა აბულაძე), რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვს.

მისი თქმით, პოლიტიკური კონიუნქტურების გამო არ არის სწორი, დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

„80-იანი წლების ბოლოს დაწყებული უკვე მასობრივ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში (ამას აღვნიშნავ, რადგან ჰელსინკის ჯგუფი და მისი მონათესავე დისიდენტთა ჯგუფები მანამდეც არსებობდნენ) მონაწილეობდა ბევრი ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლი. ჩვენს მიერ მოძიებულ და წარმოდგენილ ფირზე ვხედავთ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელ ლიდერებს მერაბს და ზვიადს, ასევე მათ თანამებრძოლებს: კადრში ზვიადის მარჯვნივ დგას აწ გარდაცვლილი ვანო ხუხუნაიშვილი, მისგან მარჯვნივ ირაკლი შენგელაია, ზვიადის მარცხნივ ორატორი გოჩა აბულაძე (ამჟამად მთავარეპისკოპოსი სპირიდონი) მისგან მარცხნივ დგას ვაჟა მთავრიშვილი, დისიდენტური მოძრაობიდან, გოჩა აბულაძის წინ თემურ ქორიძე, მისგან მარცხნივ გურამ გოგბაიძე (აწ განსვენებული) მერაბ კოსტავას მარჯვნივ დგას გოგა გოგნიაშვილი, მის უკან დგას ზვიად ქადარია, გოჩა აბულაძის უკან დგას კოკა გაწერელია, ვაჟა მთავრიშვილის მარჯვნივ დგას ნიკო ნორაკიძე.

ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ კომუნისტური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, წარმოადგენენ იმ მეხსიერებას, რომელიც აუცილებელია ყველა ქვეყნის და ყველა ერის განვითარებისათვის. დღეს არსებული პოლიტკორექტულობის, ან სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურების გამო არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

მეორეს მხრივ, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ყოველგვარი პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებები ეკლესიის და სასულიერო პირთა წინააღმდეგ. თანამედროვე ეპოქაში საქართველო თავის ევროპულ გზაზე აუცილებლად საჭიროებს საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებას, მშვიდობას, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შიდა დიალოგს, ასევე ტოლერანტობის სულისკვეთებას.”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748851127

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უც...

 უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე

1748849604

ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძე: თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები, ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი

„ყოველთვის უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო კამპანიაში. რომ არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგიტომაც ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში. თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საკმაოდ მძიმე საკითხად იქცა,...

ირაკლი კუპრაძე

1748847346

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საქართველოში ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ ყველასთან ურთიერთობისთვის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და გათვალისწინებით

„ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ყველასთან ღირსეულ, პარიტეტულ საფუძვლებზე აგებული ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...

ირაკლი კირცხალია

1748845884

ახალი ამბები

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა - მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

 ნარკოდანაშაული

1748845081

ახალი ამბები

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს

მდინარე მტკვარზე აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის...

მტკვრის დაცვის დღე