Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა.

გადახედვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება 2026 წელს. წინა პროგნოზით კი Moody's-ი 5.5%-იან ზრდას ვარაუდობდა.

რეიტინგის ძირითადი მოსაზრებები და დასაბუთება შეჯამებულია შემდეგი ფორმით:

• საქართველოს გრძელვადიანი ემიტენტის Ba2 რეიტინგი ასახავს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ საფუძვლებს, რომლებიც მდგრადად რჩება მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად.

• რეალური მშპ-ს ზრდამ 2025 წელს საშუალოდ 7.5% შეადგინა, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიური ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს 3.6%-ს. ზრდას ხელს უწყობდა ძლიერი შიდა მოთხოვნა, ხელფასების ზრდა, მომსახურების სექტორის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული დანახარჯები, თუმცა შეზღუდვად რჩება არასახარბიელო დემოგრაფია და სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობა. 2026 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება დაახლოებით 6%-მდე, რაც თანდათან მიუახლოვდება დაახლოებით 5%-იან პოტენციურ დონეს, შიდა მოთხოვნის ნორმალიზაციის ფონზე.

• 2025 წლის ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, ფისკალური დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 1.2%-მდე (წინა წლის 2.2%-დან), რაც საგადასახადო რეფორმებით იყო განპირობებული. ამან ხელი შეუწყო ვალის ტვირთის კონსოლიდაციას მშპ-ს 34.5%-მდე.

,,საგარეო სექტორში საქონლის ექსპორტის ზრდა 2025 წელს კვლავ ძლიერი იყო, თუმცა პარალელურად გაიზარდა იმპორტიც. სავაჭრო დეფიციტის მცირე ზრდის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, რაც გამოწვეული იყო ფულადი გზავნილებისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით. ჩვენი შეფასებით, დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 2.9%-მდე (2024 წლის 5.3%-დან) და მომდევნო ორ წელიწადშიც ამ დონესთან ახლოს დარჩება. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა 5 წლის საშუალო 8%-იან დეფიციტთან შედარებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სავალუტო რეზერვები (ოქროს გამოკლებით) გაიზრდება $5.6 მილიარდამდე 2026 წელს და $6.1 მილიარდამდე 2027 წელს (2025 წლის $4.7 მილიარდიდან). დაფინანსების მხრივ, მთავრობამ წარმატებით მოახდინა რეფინანსირება ევრობონდების დაფარვის ვადის 2026 წლის იანვარში 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების გამოშვებით, 5.1%-იანი კუპონის განაკვეთით”, - წერს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია.

Moody’s-ი ასევე საუბრობს შუა დერეფნისროლზე საქართველოს საგარეო სექტორზე.

,,შუა დერეფნის გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ გააძლიერა საქართველოს საგარეო სექტორი”, - წერს Moody’s-ი.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს საკრედიტო პროფილი მხარდაჭერილია ეკონომიკური სიძლიერის “baa2” შეფასებით (მაღალი ზრდა, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შედარებით მაღალი უმუშევრობა). ინსტიტუტებისა და მმართველობის შეფასება “baa3” ასახავს ძლიერ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ჩარჩოებს. ფისკალური სიძლიერის “a3” შეფასება ასახავს შედარებით დაბალ ვალსა და მის ხელსაყრელ სტრუქტურას.

პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ პოლიტიკური რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება და გაუმჯობესდება ინსტიტუციური გარემო. ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და პროდუქტიულობის ზრდის მხარდამჭერი რეფორმები შეიძლება დადებითად აისახოს რეიტინგზე.

ეს პუბლიკაცია არ მოიაზრებს საკრედიტო რეიტინგის ცვლილებას და არც მიუთითებს იმაზე, მოსალოდნელია თუ არა რეიტინგის ცვლილება ახლო მომავალში. ყველაზე განახლებული ინფორმაცია რეიტინგების ცვლილებებისა და ისტორიის შესახებ იხილეთ ემიტენტის გვერდზე: https://ratings.moodys.com

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789969390

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი - ამინდი

1789967845

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია

პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური...

ირაკლი კობახიძე

1789967779

ახალი ამბები

უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათ...

შიო მესამე

1789967563

ახალი ამბები

გია ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე: გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი

„დაპირისპირების გამწვავებისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების ამორალური მცდელობა“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებ...

გია ვოლსკი

1789937266

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების შე...

დონალდ ტრამპი