საქართველოში თამბაქოს ნაწარმი მინიმუმ 20%-ით გაძვირდება - ექსპერტი
მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი შეიქმნებოდა მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. უკრაინა კი საქართველოსთვის თამბაქოს ნაწარმის ერთ-ერთი ძირითადი იმპორტიორია.
ბოლო რამდენიმე კვირაა მომხმარებლები კონკრეტული ბრენდის თამბაქოს შეძენას, ვერც ქსელურ მარკეტებში და ვერც მცირე ზომის მაღაზიებში ვეღარ ახერხებენ. საუბარია, ძირითადად პრემიუმ სეგმენტის ბრენდებზე.
ექსპერტი ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ პრემიუმ სეგმენტის თამბაქოს ნაწარმის მარაგებზე შექმნილი შეფერხებების გამო კონკრეტული ბრენდის სიგარეტებზე ფასები უკვე გაიზარდა.
სხვიტარიძის თქმით, კომპანიებმა დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება, თუმცა ამ ბაზრის ჩასანაცვლებლად მათ მინიმუმ 6 თვე მაინც დასჭირდებათ.
მისი თქმით, ალტერნატიულ ბაზრებზე გადასვლა კომპანიებს ლოგისტიკის ხარჯებს გაუძვირებს, რაც საბოლოო ჯამში, სიგარეტის ღირებულების გაზრდას გამოიწვევს.
“თამბაქოს ნაწარმი, რომელიც უკრაინის ალტერნატიული ბაზრებიდან შემოვა, განსხვავებული ფასი ექნება, თამბაქოს ნაწარმის ღირებულება გაიზრდება. უკრაინა ყველაზე იაფიანი ბაზარი იყო დიდი კომპანიებისთვის, რომლებსაც პროდუქცია საქართველოს ბაზარზე შემოაქვთ. თამბაქოს ნაწარმის 90-92% შემოდიოდა უკრაინიდან. სხვა ბაზრებიდან პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში ფასი დაფიქსირებული იქნება მყარ ვალუტაში, მაგალითად ეს იქნება შვეიცარია, რუმინეთი თუ ბულგარეთი. ამას დაემატება ინფლაცია და კურსის დევალვაცია. ეს ყველაფერი სიგარეტის ფასზე გავლენას იქონიებს, თამბაქოს ნაწარმი მინიმუმ 20%-ით გაძვირდება", - ამბობს ექსპერტი ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე.
წყარო:bm.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ზელენსკი, დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























