შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება, მეუღლის გაუპატიურება, შვილის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემა, მუქარა, თვითმკვლელობამდე მიყვანა - კახეთში 40 წლის კაცი დააკავეს
კახეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მას ბრალად ედება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის გაუპატიურება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემა, მუქარა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება.
დანაშაულები 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დ.გ. საკუთარ მეუღლეზე -1993 წელს დაბადებულ თ.ც.-ზე. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. გარდა ამისა, ბრალდებული მეუღლეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილების მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-137 - მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-126 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11'-151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11'-115 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11'-141 -ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში 500 რუსი ჯარისკაცი ალკოჰოლით მოიწამლა, 28 - ღვეზელით - უკრაინის დაზვერვა
🔵 დალმა, პინტო და დოლი - ტაპირების ოჯახი ხარკოვიდან ევაკუირებულია
🔵" ... არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ომის დაწყებამდე იყო " - რას ამბობს მაქსიმ გალკინი ინსტაგრამზე?
1787386737
საზოგადოებათორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება
ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებ...
1787386684
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა დ...
1787386180
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...
1787384975
საზოგადოებადაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი...
1787382236
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის...


























