თურქეთის ელჩის თქმით, წამლებისთვის „ბაზრის გახსნის“ საკითხი გახარიას დროსაც იყო განხილული
საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, ორ ქვეყანას შორის ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტის დროს იყო განხილვის საგანი, თუმცა მას შემდეგ პანდემიის დაწყებამ ეს პროცესი შეაფერხა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ეს პროცესი განაახლა და იმპორტისა და ლიცენზირების მოთხოვნების შეცვლა დააანონსა.
დიპლომატის განცხადებით, თურქეთის საელჩოს კომერციულ დეპარტამენტს უკვე დაწყებული აქვს კომუნიკაცია კომპანიებთან.
“რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას სურს, ერთი მხრივ, გააკონტროლოს მედიკამენტების ხარისხი და მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა. საქართველოსთვის ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდების საკითხი დღის წესრიგში ორიოდე წლის წინ, თურქეთში ჯერ კიდევ წინა პრემიერმინისტრის <გიორგი გახარიას> ვიზიტის დროს დადგა. შემდეგ პანდემია დაიწყო.
დღეს, როგორც უკვე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განზრახვა არსებობს. ამ თანამშრომლობის მხარეები არიან თურქეთის ფარმაცევტული კომპანიები და საქართველოს მთავრობა.
გასათვალისწინებელია ლიცენზირების მოთხოვნები, იმპორტის მოთხოვნები და ის მოლოდინები, რაც კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით; ასევე, რატომ არ შეიძლება საქართველოს ბაზარზე გარკვეული თურქული წამლები მოხვდნენ. ეს არის ის საკითხები, რაზეც გვსურს, თურქულმა კომპანიებმა ფოკუსირება მოახდინონ, რომ შემდეგ თურქეთის მთავრობამაც გადაწყვიტოს, როგორ დავუჭიროთ მათ მხარი. ამ მიზნით საელჩოს კომერციული დეპარტამენტი საქართველოში ბაზირებულ თურქულ კომპანიებს უკვე ხვდება", - აღნიშნავს საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი #Chekpoint-თან ინტერვიუში.
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის, ასევე წამლების აკრედიტაციის და ხარისხის აღიარების შესახებ განცხადება 10 იანვარს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ამ ცვლილებამ საქართველოში წამლები უნდა გააიაფოს და მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯები შეამციროს.
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს „ბაზრის გახსნის“ აუცილებლობის საკითხზე იმსჯელეს, რაც თანაბრად სამართლიან მდგომარეობაში ჩააყენებდა როგორც ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორებს, ასევე მოსახლეობას, რომელიც შეძლებს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტების მიღებას.“- აღნიშნულია BAG-ის განცხადებაში.
წყარო: bm.ge
ასევე საინტერესოა:
🔵 რამდენი ლარი ეღირება 15 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი, ევრო, ბრიტანული გირვანქა და თურქული ლირა?
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































