თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას, რის შესახებაც, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარზე დაყრდნობით, სააგენტო Report-ი იტყობინება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზი თურქეთს არსებული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მიეწოდება. ბაირაქტარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში, კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის მეშვეობით, თურქეთი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს საწვავის ფასების კონკურენტულ დონეზე მართვას.
Report-ის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EMRA) მონაცემებით, აზერბაიჯანმა გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე თურქეთში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტირება მოახდინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-იან ზრდას წარმოადგენს. ამჟამად აზერბაიჯანი რუსეთის შემდეგ თურქეთში ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.
1789969390
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...
1789967845
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია
პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური...
1789967779
ახალი ამბებიუწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათ...
1789967563
ახალი ამბებიგია ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე: გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი
„დაპირისპირების გამწვავებისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების ამორალური მცდელობა“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებ...
1789937266
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების შე...































