უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა - მიხეილ სააკაშვილი
"უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზეა აღნიშნული, ის ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს.
„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და სისხლის სამართლის ამ საქმეში ოფიციალურად მაღიარა დაზარალებულად. ამას უნდა მოჰყვეს ამ საქმეში ბრალდებულების დადგენა და მათი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, რაც ნიშნავს, რომ თუ ისინი უკრაინაში აღმოჩნდებიან, მათ დააკავებენ ან სხვა...
გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს, უკრაინა იმარჯვებს და დასავლეთთან ერთად ძლიერდება. რომ იცოდე, მე ყველანაირ შემდგომ ზეწოლას გავუძლებ და აღარაფერი გამაკვირვებს. ისეთი მტკიცე ვარ, როგორც არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში და არასდროს ვყოფილვარ ასე დარწმუნებული სიმართლის გამარჯვებაში!
ასევე დიდი მადლობა ცენტრ "ემპათიას" უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების მიწოდებისთვის. და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრად ნაკლებ დარღვევებზე ჩემს მიმართ, ამჟამად უკრაინაში ასამართლებენ 1 გენერალს და პოლკოვნიკს, რომელთაც პოროშენკოს დროს გამიტაცეს და უკანონოდ დამადეპორტეს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მიკროავტობუსის გადავარდნის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა - შემთხვევა ხაშურთან მოხდა
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































