სოზარ სუბარი: კანონის უზენაესობა არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ნიშანი. სახალხო დამცველი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, უპირველეს ყოვლისა მოვალეა, რომ კანონის უზენაესობისკენ და დაცვისკენ მოუწოდოს ყველას

კანონის უზენაესობა არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ნიშანი. სახალხო დამცველი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, უპირველეს ყოვლისა მოვალეა, რომ კანონის უზენაესობისკენ და დაცვისკენ მოუწოდოს ყველას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ არეულობას ლოს ანჯელესში და ამერიკის სხვა ქალაქებში და ვხედავთ შეერთებული შტატების ხელისუფლების პასუხს. არავის არ აქვს უფლება პოლიციელს ესროლოს ფეიერვერკი, ეს არის დასჯადი და ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება და სიკვდილი. ამის გამო ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობა იქნება. ტრამპი პირდაპირ გამოვიდა და თქვა, რომ ისინი აკრძალავენ ნიღბების ტარებას მიტინგებზე ის, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე თვის წინ.

ჩვენ როცა გვაკრიტიკებდნენ, რომ ეს არის არადემოკრატიული, აღმოჩნდა, რომ არავინ არ ამბობს, რომ ეს არის არადემოკრატიული შეერთებულ შტატებში. წარმოუდგენელია ორი სხვადასხვა სტანდარტი არსებობდეს დემოკრატიის. შტატებში იყოს სხვა და საქართველოში იყოს სხვა.

ჩვენ როცა მივიღეთ ეს ცვლილება, მაშინ ჩვენ გადმოვიღეთ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება, სადაც კატეგორიულად არის აკრძალული სახის დაფარვა. სასამართლოს კანონის უზენაესობა არის მთავარი პრინციპი. თუ ვინმემ დაარღვია, ის აგებს პასუხს და თუ ვინმემ არ დაარღვია ის დარწმუნებული იყავით, რომ მოიგებს ეროვნულ სასამართლოს და თუ ეროვნულ სასამართლოში რაღაც პრობლემა შეიქმნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არსებობს იმისთვის, რომ მსგავსი სავარაუდო ხარვეზები გამოასწოროს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ამ წლების გამავლობაში ყველა ის თემა, რასაც პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა ქართულმა ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა, ყველა ის ადამიანი, ვისაც უწოდეს პოლიტპატიმარი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერი და შესაბამისი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749826031

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელის თავდასხმა ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმების შემდეგ ისრაელი ცდილობს მსოფლიო კატასტროფისკენ წაიყვანოს, და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეაჩეროს ის, რასაც მან ისრ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1749823500

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ისრაელს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს, ხოლო ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „ძალიან წარმატებული თავდასხმა“ უწოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭე...

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

1749822026

მსოფლიო

BBC: ისრაელმა ირანის დაბომბვა განაახლა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ირანზე შეტევას ახორციელებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, კერძოდ დაბომბი...

ირანიირანი

1749821325

ახალი ამბები

108 000 კილოგრამი იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის პარტია განადგურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, მებაჟე ოფიცრებმა გერმანიიდან შემოტანილი 108 000 კილოგრამი ქათმის...

გაყინული ქათმის ხორცის პარტია

1749820125

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7296 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7301 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი