ამერიკული მედია: სენატორი ალექს პადილია, რომელიც შეეცადა, პრესკონფერენციაზე შიდა უსაფრთხოების მდივნისთვის შეკითხვა დაესვა, ფედერალურმა აგენტებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ძირს დააგდეს და ხელბორკილები დაადეს

სენატორი ალექს პადილია ძალის გამოყენებით გააძევეს ლოს-ანჯელესში გამართული პრესკონფერენციიდან, როდესაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი, კრისტი ნოემი ესაუბრებოდა ჟურნალისტებს.

ნოემი და ფედერალური სამართალდამცველი ორგანოების სხვა წარმომადგენლები საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას ლოს-ანჯელესში ჩატარებული ოპერაციების შესახებ, როდესაც პადილიამ მათ შეკითხვებით მიმართა.

პადილიას ოფისის განცხადებით, ის ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, რათა შეესრულებინა ზედამხედველობითი ფუნქცია საიმიგრაციო ოპერაციებზე.

„ის შეეცადა, მდივნისთვის შეკითხვა დაესვა, რა დროსაც ფედერალურმა აგენტებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ძირს დააგდეს და ხელბორკილები დაადეს. ის ამჟამად დაკავებული არ არის და ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სოციალურ მედიაში განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ პადილიამ „აირჩია უპატივცემულო პოლიტიკური თეატრი და შეაფერხა პირდაპირი პრესკონფერენცია“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749827380

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1749826152

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას. არაღჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ მოუ...

აბას არაღჩი

1749826031

მსოფლიო

ერდოღანი: ისრაელის თავდასხმა ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმების შემდეგ ისრაელი ცდილობს მსოფლიო კატასტროფისკენ წაიყვანოს, და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეაჩეროს ის, რასაც მან ისრ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1749823500

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ისრაელს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელს, ხოლო ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „ძალიან წარმატებული თავდასხმა“ უწოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭე...

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

1749822026

მსოფლიო

BBC: ისრაელმა ირანის დაბომბვა განაახლა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ფარგლებში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ირანზე შეტევას ახორციელებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, კერძოდ დაბომბი...

ირანიირანი