2008 წლის აგვისტოს ომის დევნილი ნონა ყაულაშვილი: მოსახლეობა თვითონ გარბოდა და ცდილობდა თავის გადარჩენას. არავის მიერ მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა

საღამოს პერიოდი იყო პირველი ჭურვები რომ ჩამოცვივდა. თითქოს ითქვა თავიდან ასეთი რამე, რომ სამხედროები საითაც გადაადგილდებოდნენ ის გზები დაიბომბა, მაგრამ არა, იქ იყო სრულიად მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც ჭურვები ჩამოცვივდა. ძალიან დასახლებული სოფელი იყო ერედვი და დაბომბვის შემდეგ ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე, თითქოს უცბად ჩამობნელდა და შეწყდა ყველანაირი სროლის ხმა და იმდენად უკუნითი სიჩუმე ჩამოვარდა, ვიფიქრე, რომ ამ ჭურვების მერე აღარავინ იყო ცოცხალი გადარჩენილი. ამ დროს იყო სოფელი ფაქტიურად დაცლილი, თვითდინებით, მინდვრების მხარეს, მოსახლეობა თვითონ გარბოდა და ცდილობდა თავის გადარჩენას. არავის მიერ მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა, - ამის შესახებ განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილმა, ნონა ყაულაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება.

როგორც ყაულაშვილი იხსენებს, პოლიციას ეკითხებოდნენ რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, ისინი კი პასუხობდნენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.

„8 აგვისტოს დილით, უკვე რომ მასიურად დაიწყო ბრძოლები, იქვე შემოსულ პოლიციელებს ვეკითხებოდით, რომ რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით თითქოს უკვე ასე, პერიოდულად სროლები იყო, მერე ისევ ჩაწყნარდებოდა, მერე ისევ განახლდებოდა, თითქოს ასე ცხოვრებას წლების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით. ვკითხულობდით რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, იმიტომ, რომ ჩემი ბიძაშვილის შვილი, სამი თვის ბავშვი ისევ სოფელში გვყავდა და ბავშვი გაგვეყვანა თუ არა უკვე სოფლიდან. ბავშვის გაყვანა მოხდა დაბომბვამდე დაახლოებით ორი საათით ადრე. რაო რა ხდებაო, ისეთი არაფერი არ ხდებაო, ჩვეულებრივი როგორც ხდება ხოლმეო. ჩემთვის უცხო პიროვნებები იყვნენ, იმიტომ, რომ ბევრი უცხო ადამიანი იყო შემოსული. კიდევ იყო ის, რომ ჯარისკაცები, პირტიტველა ბიჭები იმ დღისით შემოიყვანეს ყვითელი ავტობუსებით, ჩამოსხეს და ავტობუსები გაბრუნდა უკან“, - განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია