არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ

მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის მისამართით.
წამყვანმა ჰკითხა, რატომ უნდა აწყობდეს ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას ღიად იმის თქმა, რომ მისი სურვილია ქალაქის პარალიზება და მეორე ბანაკი მუდმივად აანონსებდეს რევოლუციას.
„ეს დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ბანაკებს შორის რომ მასკარადია, არავისთვისაა უცხო. ელისაშვილს წამოსცდა, თუ უბრალოდ განაცხადა, არ ვიცი. ზოგადად სჩვევია ამ ადამიანს თავის მოგიჟიანება. ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ქალაქში კოლაფსის მოხდენააო. რაც ელისაშვილმა თქვა - პარტიული ნიშნით წმენდა თბილისის მერიაში, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული „ნაცმოძრაობას“ 2021 წლის შემდეგ წალენჯიხაში. წმენდა ჩაატარეს იმ ადამიანების, ვინც არ უჭერდა მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“. ზუსტად ამას ჰპირდებიან თბილისშიც, რომ პარტაქტივით გაივსება საჯარო სამსახური, გაივსება მერია და შესაბამისად, მერე უკვე მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, კეთილმოწყობა, ჯანდაცვა, არქიტექტურა, ზედამხედველობა. წარმოიდგინეთ გაჩერებული ქალაქი, სადაც ვერ იღებს სერვისებს თბილისის მილიონზე მეტი მოსახლე. ამას ჰპირდება „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოსახლეობას.
ჯერ „ლელოს“ გამარჯვება სად ნახეთ, ესეც გასარკვევია, დამარცხებისთვის არია განწირულები. მათთვის არაა მთავარი, რა საჭიროება აქვს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, მთავარია როგორმე შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს მავნებლები და კოლექტიური აგენტურა მოვა ხელისუფლებაში. ამისთვის ჰგონიათ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა არის დამხობა, რაც არაერთხელ გაუჟღერებიათ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1758634705
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...
1758634598
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ირაკლი კუპრაძის ბრალდებებზე: ცდილობენ იაფფასიანი ბრიფინგებით ისრების ჩვენთან გადმოტანას - თავიანთ პარტიებს მიხედონ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ მერობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა. „მოღალატეებს ეძებდნენ სამართალდამცავ უწყებებ...
1758633747
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7258 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1758632466
საზოგადოებაგეკა გელაძემ დროებით მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გ...
1758628305
საზოგადოება4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს....