9 წლიანი პატიმრობა 20 ლარის გამო - 35 წლის პატიმარი 3 კვირაა შიმშილობს

9 წლით 35 წლის იოსებ ელოვი ციხეში 20 ლარის გამო და ერთი მოწმის ჩვენებით გაუშვეს. პატიმარი ქსნის ციხიდან შველას ითხოვს. ყაჩაღობის მუხლით გასამართლებული პროტესტის ნიშნად უკვე 3 კვირაა შიმშილობს.

მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ის უკანონო პატიმარია და ვიდრე საქმეს არ გადახედავენ შიმშილობას არ შეწყვეტს.

ინფორმაციას ამის სესახებ "ტვ პირველი ავრცელებს"

იოსებ ელოევს გამოძიება ბენზინგასამართ სადგურის, მოლარეზე დანით თავდასხმასა და 20 ლარის გატაცებას ედავება. საქმის მასალებში, რომელიც ტვ "პირველებმა" მოიპოვა, მთავარ მტკიცებულებად მხოლოდ დაზარალებულის ორჯერ შეცვლილი ჩვენება დევს.

დაზარალებული ჰყვება, რომ თავს ჯერ ელოევი, შემდეგ კი სამი პირი დაესხა და დაზიანებები მიაყენეს. საპირისპიროს ამტკიცებს ექსპერტიზის დასკვნა,  სადაც წერია, რომ დაზარალებულის სხეულზე ელოევის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა.

ყაჩაღობის საქმეში დევს სათვალთვალთვალო კამერის ჩანაწერებიც. მასალაში თავდასხმის მომენტი ასახული არ არის. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ტოვებს იოსებ ელოევი და მისი ორი მეგობარი ტერიტორიას ისე, რომ გაქცევას არც ერთი მათგანი არ ცდილობს.

ერთ-ერთი ახალგაზრდა რომელიც ვიდეოკადრებში ჩანს იოსებ ელოევის მეგობარი და ოქროს მოწმეა. ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს, რომ მეგობრებს ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორთან მხოლოდ შელაპარაკება მოუვიდათ. მოგვიანებით კი  პოლიციამ უმძიმესი ბრალდებით მხოლოდ მათი  მეგობარი დააკავა.

პირი, რომელიც წესით ყაჩაღობის თანამონაწილეა გამომძიებლებმა მხოლოდ ორჯერ გამოკითხეს. ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიციის უფროსმა მისთვის სასურველი ჩვენება იძულებით მიაცემინა.

მსჯავრდებულის ოჯახს ეჭვი აქვს რომ იოსებ ელოევი გამოძიებამ შეკერილი საქმით ანგარიშსწორების გამო დააკავა. ელოევი წარსულში ნასამართლევია და სამართალდამცველები მას მუდმივად აშანტაჟებდნენ. მათივე მტკიცებით, თანამშრომლობას სთავაზობდნენ და უარის თქმის შემდეგ ქვეყნის დატოვებასაც აიძულებდნენ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵პოლონეთში დააკავეს ქართველები, რომლებიც მანქანებს მასობრივად ქურდავდნენ - დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

🔵აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

🔵დააკავეს 23 წლის ბიჭი, რომელმაც დედა და მისი მეგობარი კაცი დაჭრა - კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776421864

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...

ეთერ ლიპარტელიანი

1776421188

ახალი ამბები

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...

ამინდი პროგნოზი

1776420173

ახალი ამბები

„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...

ვიქტორ ორბანი

1776420095

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი

1776419868

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...

შალვა პაპუაშვილი