დააკავეს 23 წლის ბიჭი, რომელმაც დედა და მისი მეგობარი კაცი დაჭრა - კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს.
 
1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა – 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი – 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.
 
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან – გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵25 წლის ბიჭი ბიძამ ეზოში გარდაცვლილი იპოვა - ტრაგედია ადიგენში

🔵ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდები საქართველოში - არასამთავრობო ორგანიზაციები

🔵მშენებარე ობიექტის მეპატრონეებს შენობების ექსპლუატაციაში შესვლამდე, დასუფთავების გადასახადის გადახდა დაევალათ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776429784

ახალი ამბები

გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი

1776429729

საზოგადოება

დავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის

„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომ...

დავით კაჭარავა

1776429338

საზოგადოება

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა.  შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა...

თამარ ლიპარტელიანი

1776428705

ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...

ლევან ვეფხვაძე

1776428567

ახალი ამბები

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...

არადეკლარირებული