ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტს და გამომდინარე კანონპროექტებში შესატან ცვლილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადების დროს გამოყენებულ იქნა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ექნება საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას, მხოლოდ სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.

საერთაშორისო დაცვა აგრეთვე შეიძლება მოთხოვნილი იქნეს: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; სასაზღვრო პროცედურის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას, პენიტენციურ დაწესებულებაში.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ყველა განცხადება გაივლის დასაშვებობის პროცედურას. კერძოდ, განცხადების არსებით განხილვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდება განცხადებების წინასწარი „სკრინინგი“, რითაც შესაძლებელი გახდება ცალკეული განცხადებების საწყის ეტაპზევე გაფილტვრა და თავშესაფრის სისტემის განტვირთვა.

კანონით განისაზღვრება განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძვლები. დასაშვებობის პროცედურის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე გაიწერება უსაფრთხო მესამე ქვეყნის ცნება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხო მესამე ქვეყნად მიჩნევისთვის აუცილებელია ამ ქვეყანაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სიცოცხლეს ან თავისუფლებას არ შეექმნას საფრთხე მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, დაცული იქნეს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან, არგაძევების პრინციპის დარღვევით არ მოხდეს მისი ამ ქვეყნიდან გაძევება. ამასთან, ამ ქვეყანაში პირს უნდა მიეცეს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისა და მისთვის ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი დაცვის მიღების შესაძლებლობა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარდგენილ კანონპროექტს და საკანონმდებლო პაკეტს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746689938

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე

 „ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...

ნინო წილოსანი

1746689842

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა

 „საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...

ლაშა აბაშიძე

1746688239

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს

 ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...

სააწარმოები

1746687496

საზოგადოება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა

 2025 წლის საწყის ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სულ გადაყვანილ იქნა 2 189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზ...

თვითმფირნავი

1746686617

ახალი ამბები

ფსიქოლოგიური ძალადობით და მუქარით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრ...

დაკავება