ადვოკატი: მეგის ქარდავა მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს
უკრაინიდან ექსტრადირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, მის ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს დღეს რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.
ადვოკატის თქმით, მათ განიხილეს დაცვის შემდგომი სტრატეგია.
როგორც ქარდავას ადვოკატი აცხადებს, ქარდავა უკრაინიდან პროცედურების უხეში დარღვევით იყო ექსტრადირებული, რაზედაც მისი ინფორმაციით, მეგის ქარდავა სოციალური ქსელის მესვეობით გაავრცელებს მიმართვას.
"განაჩენები ყველა გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონით არის დადგენილი. მისი პოზიცია უცვლელია, ის კვლავაც არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას. დარღვეულია მისი უფლება იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი უფლება თავშესაფრის მაძიებელი იყო და სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, არც უარი ჰქონდა ნათქვამი უკრაინას. ამის მიუხედავად განხორციელდა ექსტრადირება. ასეთი დარღვევა საქართველოშიც კი არ ხდება", – განაცხადა ადვოკატმა.
უფრო დეტალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ყოფილი ჩინოვნიკების შეწყალების შესახებ ქარდავა თავის განცხადებაში ისაუბრებს, რომელი მისმა ადვოკატმა დააანონსა.
საქართველოს პროკურატურა უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე მოითხოვდა, რომლებშიც ის ფიგურირებს, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. ხუთ დანაშაულზე მას უკვე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, ხოლო ექვსი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია.
1793816973
მსოფლიოCNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...
1793815048
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...
1793813440
საზოგადოებაჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ
ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...
1793811565
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...
1793810845
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...


























