ალექსანდრე დარახველიძე: გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები კანონში

 გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები [კანონში], - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის და რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება.

ცვლილებები შედის ასევე „იარაღის შესახებ კანონში“. დარახველიძის განმარტებით, ცვლილებების მიზანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაზრდაა.

„გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებას და გარდაცვალებას - სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები [კანონში] და იზრდება ჯარიმები. ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე იარაღის შესახებ კანონში, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას ქვეყანაში და ქვეყნის უსაფრთხოებას ამ მიმართულებით გააძლიერებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მან პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიებზეც ისაუბრა, რომლებსაც „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ითვალისწინებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს პოლიციელებს მისცემს უფრო მეტი დაცულობის განცდას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764085911

მსოფლიო

კირ სტარმერის სპიკერი: ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება

 დიდი ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კითხვაზე, მზად არის...

დიდი ბრიტანეთი

1764084612

საზოგადოება

მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, ვალიდ აბუ...

მარიამ ლაშხი

1764084525

საზოგადოება

პარლამენტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

 პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით...

პარლამენტმა

1764078686

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის ქვეყნების მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებაზე: ეს დაპირისპირებას გამოიწვევს თავად კავშირის შიგნით. რაც შეეხება საქართველოს, ნუღარავინ იტყვის, რომ ეს არაა პრობლემური თემა და მიღებული კანონი პოპულისტურია

ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს განცხადებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორ...

პოლიტიკოსი

1764077810

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ბოკუჩავას განცხადებაზე: ეტყობა, ვერ იცნობენ კარგად ბიძინა ივანიშვილს. სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელიც ქვეყანას კაპიკებზე ყიდდა და ჩუქნიდა კიდეც, რუსებიდან დაწყებული ყველას

გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ თანხას მაშინ დაიბრუნებს, „თუ მოქალაქ...

გიორგი გამსახურდია