პარლამენტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრება 6 წლით.
„ამასთანავე, ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა გავრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე. აღნიშნული დაწესებულებები ავტორიზებულად ჩაითვლებიან ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1764075894
საზოგადოებაკახა კალაძე ონლაინ მედიაზე: გამოაშკარავდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ - ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას
„ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედია საშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“, - განაცხადა თბილისის მერმა ონლაინ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით საუბრი...
1764075175
საზოგადოებაკახა კალაძე პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლაზე: ყველა კითხვაზე იქნება შესაბამისი პასუხი
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას დასმულ ნებისმიერ შეკითხვას შესაბამისი პას...
1764074266
ახალი ამბებიპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
„საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა“, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ში...
1764072477
საზოგადოებაკახა კალაძე ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე: ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია - ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოებაში არ აქვთ
„ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია, რომ ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში და ის მინიმალური მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ, ისიც განულებულია“, - ამის შესახებ დე...
1764072441
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს
ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი...



























