თორნიკე ჭეიშვილი: პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ მართული პროცესებით საქართველოში დაძაბონ სიტუაცია
პასუხისმგებლობა არის იმ დონორებზე, რომლებიც ასე უხვად აფინანსებენ შესაბამის კამპანიებს, შესაბამის ორგანიზაციებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა „იმედის კვირის“ მიერ გაშიფრულ სქემაზე საუბრისას.
მისივე თქმით, უცხოელი დონორები ცდილობენ იმას, რომ ამ მართული პროცესებით საქართველოში დაძაბონ სიტუაცია.
„უცხოელი დონორები ასევე ცდილობენ ხალხის ნების უგულებელყოფის ფონზე მათთვის სასურველი სახელისუფლებო ძალები მოვიდნენ ქვეყნის მართვის სადავეებით“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები, გაშიფრული მასშტაბური სქემისა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საკუთარი ვებ-გვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სასურველი ფარული გავლენის კამპანიების და სხვა ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ღონისძიებისთვის, „ჯიპას უნივერსიტეტის’’ ჩართულობით საქართველოში შექმნილია 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი, ონლაინ-მედიებისა და ე.წ გამომძიებელი ჟურნალისტებისგან შემდგარი ქსელი. ისინი სპეცსამსახურების დამუშავებული გეგმის მიხედვით ფუნქციონირებენ.
1764085911
მსოფლიოკირ სტარმერის სპიკერი: ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება
დიდი ბრიტანეთი კვლავ მზად არის, უკრაინაში თავისი ძალები გაგზავნოს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კითხვაზე, მზად არის...
1764084612
საზოგადოებამარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, ვალიდ აბუ...
1764084525
საზოგადოებაპარლამენტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით...
1764078686
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ევროკავშირის ქვეყნების მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებაზე: ეს დაპირისპირებას გამოიწვევს თავად კავშირის შიგნით. რაც შეეხება საქართველოს, ნუღარავინ იტყვის, რომ ეს არაა პრობლემური თემა და მიღებული კანონი პოპულისტურია
ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს განცხადებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორ...
1764077810
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია ბოკუჩავას განცხადებაზე: ეტყობა, ვერ იცნობენ კარგად ბიძინა ივანიშვილს. სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელიც ქვეყანას კაპიკებზე ყიდდა და ჩუქნიდა კიდეც, რუსებიდან დაწყებული ყველას
გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ თანხას მაშინ დაიბრუნებს, „თუ მოქალაქ...



























