ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე: ამათ რომ დასცლოდათ ყველას ავტომატებს შემოგვიწყობდნენ და გაგვისტუმრებდნენ. სანამ პირში სული მიდგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება არამცთუ დაბრუნდეს, არამედ იოტისოდენა ძალაუფლება არ ჰქონდეთ

„ამ კომისიის ფორმატში მინდა იმ არაკაცებს ვუთხრა- თქვენ არაკაცებო. ჭირისუფალ ადამიანთან რომ მიხვალ და კიდევ ნებისმიერ საკითხზე ეკამათები. იმის თავი არ გაქვს, პატიება სთხოვო განადგურებულ ოჯახებს. ერთი ადამიანის არამცთუ მკვლელობა, უბედურებად არ ღირს არაფერი. თავფეხიანად სისხლში არიან ეს არაკაცები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის წევრები „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან“ დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლულის მამას, მიხეილ ართმელაძეს უსმენენ.

ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პირადად ის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ბოროტება არასდროს დაბრუნდეს.

„ისმის კითხვა, როდის დამთავრდება „ნაციონალური მოძრაობა“- დასრულებულები კი არა უარეს დღეში ხართ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ. რა პოლიტიკის კეთებაზე ვლაპარაკობთ, ოჯახები რომ გააუბედურეთ. სანამ პირში სული მიდგას, ჩემ ორ შვილს ვფიცავ, ესენი სადმე კი არ მოვლენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არასდროს დაბრუნდეს ეს ყველაფერი.
იმ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ვინც ამ მკვლელებს ან არ იცნობს, ან როგორც მინიმუმ შეცდომაში არიან შეყვანილები. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, მაგრამ ეს ქვეყანა არის ყველასი. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ მომავალს, თქვენი შვილისნაირ ადამიანებს, ჩვენ შვილებს, მათ შვილებს, ისეთი ქვეყანა უნდა დავუტოვოთ სამართავად, სადაც ასეთი უბედურება არ იქნება. ამათ რომ დასცლოდათ, ჩვენ, ყველას, ავტომატებს შემოგვიწყობდნენ, მერე დონაძისნაირებს მოძებნიდნენ და გადაიღებდნენ, როგორც მოდელირებულ ქვეყანაში აცხოვრებდნენ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ყველას ავტომატებს შემოგვიწყობდნენ და გაგვისტუმრებდნენ, ასე იქნებოდა ამათ რომ დასცლოდათ იმიტომ, რომ პატარა კაცები და არაკაცები არიან. ადამიანები ხომ ხართ, შვილები, მშობლები ხომ გყავთ, გამოდით აბა და თქვით,- ბოდიში, მაპატიეთ, რომ ეგეთი რამ ვქენი. მაგის კაცობაც არ გაქვთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება არამცთუ დაბრუნდეს, იოტისოდენა ძალაუფლება არ ჰქონდეთ მათ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209865

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ