ამბავი იუსუფ თემირხანოვისა - ჩეჩნეთის ეროვნული გმირი, ადამიანი, რომელმაც შური იძია 17 წლის ჩეჩენი გოგონას გამო, რომელსაც არც კი იცნობდა
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ერთ ძალიან ტრაგიკულ და ამავე დროს მნიშვნელოვან ისტორიას გვიზიარებს ჩეჩნეთის უახლესი ისტორიიდან. გვიზიარებს ამბავს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოროტებასათან ბრძოლას:
"იუსუფ თემირხანოვი, ჩეჩნეთის ეროვნული გმირი.
ადამიანი, ვინც შური იძია 17 წლის ჩეჩენი გოგონას გამო და მოკლა მისი მკვლელი, რუსი პოლკოვნიკი იური ბუდანოვი.
ყველაზე საინტერესო დეტალი აქ ის არის, რომ თავად იუსუფ თემირხანოვი ამ პატარა ჩეჩენ გოგონას არც კი იცნობდა.
რუსმა პოლკოვნიკმა გოგონა 2000 წელს, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. რუსეთში პოლკოვნიკი ამის გამო ვითომ გაასამართლეს, მაგრამ ძალიან მცირე სასჯელი მოიხადა და ციხიდან მალე გამოვიდა. ვლ. პუტინმა ბუდანოვი დააჯილდოვა კიდეც.
2011 წელს კი, იუსუფმა საკუთარი ერის ღირსებისთვის ყველაფერზე თქვა უარი, სისასტიკით სახელგანთქმულ ბუდანოვს სადარბაზოში ჩაუსაფრდა და ესროლა.
როდესაც იუსუფმა თავის ადვოკატს ჰკითხა, თუ რას მიუსჯიდნენ, ადვოკატმა უთხრა, რომ 25 წელს, იუსუფმა კი უპასუხა:
"რა ცოტა დროა. მისი მოკვლის დროს განცდილი გრძნობის ხელახლა განცდისთვის კიდევ 25 წელს დავიმატებდი.”
იუსუფს 5 დღის განმავლობაში, ყოველი ნახევარი საათი დენით აწამებდნენ. თავზე ტომარას აცვამდნენ, სანამ გონებას არ დაკარგავდა. მან კი არცერთ ქაღალდს არ მოაწერა ხელი. ეუბნებოდნენ, რომ წამება მუდმივად გაგრძელდებოდა. ის კი პასუხობდა, - “არაფერია მთვარის ქვეშ მარადიული.”
მოსამართლე და დარბაზი შოკირებული იყო იმით, რომ იუსუფი არც კი იცნობდა იმ გოგოს, ვის გამოც მან შური იძია. მოსამართლემ ჰკითხა კიდეც: “თქვენ, წარმატებულმა ბიზნესმენმა, მთელი ცხოვრება სასწორზე დადეთ იმ გოგოს გამო, რომელიც თვალით არ გინახავთ?" იუსუფმა კი გაიღიმა და უპასუხა - “მე ხომ ჩეჩენი ვარ...”
მის დაკრძალვაზე და სამძიმარზე ჯამში 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ანუ ჩეჩნეთის მკვიდრი თითქმის ყველა ზრდასრული მამაკაცი. ჯოჰარ დუდაევის ეროვნული მოძრაობის შემდეგ ჩეჩნეთში ასეთი დიდი მობილიზაცია ჯერ არ ყოფილა.
ცნობისთვის: პოლკოვნიკმა ბუდანოვმა, არაერთი ჩეჩნური სოფელი გადაწვა.
იუსუფს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს ციმბირის ერთ-ერთ ციხეში, სადაც მას აწამებდნენ. საბოლოოდ ის, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა რეალურად, წამებით მოკლეს..."
1781287230
მსოფლიოპაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს - ვმუშაობთ მის დასრულებაზე
აშშ-მ და ირანმა „სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ ტექსტს“ მიაღწიეს, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა. „პაკისტანი, რომელიც ორივე მხარეს შორის მოლაპარ...
1781282995
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელ...
1781281030
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ნატოს ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენება შეუძლებელია
ნატოს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა შეუსრულებელია და ისინი ძალიან ჩქარობდნენ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განა...
1781279129
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები
საქართველოში, უპირველესად ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ქართველი ხალხის ინტერესები. ნიკა გვარამიას მხრიდან ასეთი ფორმულირება და საკუთარი ქვეყნის მიმართ მიდგომა აჩვენებს, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის გამზა...
1781278228
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად
„ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში, ვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენება და გამოყენების მცდელობა, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ჭიდილის ერთ-ერთ ინსტრუმენტად“, - ამის შესახებ ევროპასთან...






























