ამირან გამყრელიძე: ახლა ძირითადი დისკუსია მიმდინარეობს მწვანე პასპორტებზე, რა ტიპის ჩარჩო იყოს ქვეყანაში შემოღებული
"დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი ეგრეთ წოდებულ მწვანე პასპორტებთან მიმართებით. სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს და მიიღებენ გადაწყვეტილებას", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ამჟამად ძირითადად დისკუსია მწვანე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
"ახლა ძირითადი დისკუსია მიმდინარეობს მწვანე პასპორტებზე, რა ტიპის ჩარჩო იყოს ქვეყანაში შემოღებული. ჩვენ წარვადგინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პაკეტი, რომელიც უნდა განიხილოს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად.
შემდეგ მიღებული უნდა იყოს დაბალანსებული გადაწყვეტილება.
ჩვენთან ნებაყოფლობითობის ზღვარი იქნება სადღაც 35-27 პროცენტი, მაქსიმუმ 40 პროცენტი, იმის ზემოთ ჩვენ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა. მწვანე პასპორტის მექანიზმი არ არის მანდატორიზმი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
🔵 საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი
1794513219
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...
1794512126
მსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...
1794510257
მსოფლიოსროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...
1794508261
ახალი ამბებითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...
1794507612
ახალი ამბებიშიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...































