არაფერი ახალი, ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა - ეკა ბესელია
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია სოციალური ქსელში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმაურება.
მისი თქმით, პოლიტიკური ზამბარა უკიდურესად დაჭიმულია და "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს, თუ რა შეიძლება, ამას მოჰყვეს.
"პოლიტიკური სიხარბე და ყველაფრის ფასად კომფორტის შენარჩუნება ზუსტად ის სენია , რომლითაც მმართველი პარტია იმეორებს ყველაზე ცუდს , მანკიერს. არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მოსაზრების ადამიანებისთვის.
არაფერი ახალი , ისევ გაყალბების გზით და ისევ პოლიტიკურ დუელში ხალხის გამოწვევა ! გაუსწორეთ თვალი ოცნების კანდიდატებს - მათი დიდი ნაწილი არის წინა ხელისუფლების პორტირებული მოძალადეები.
სად ებრძვიან ნაც მოძრაობას- აბსოლიტური უმრავლესობა ახლა ოცნების შიგნითაა.
აი ამას ემიჯნებოდა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი , თელავი, რუსთავი ….. და დედაქალაქიც . ეს აჩვენა 2 ოქტომბრის შედეგებმა !
და 30 ოქტომბერს ეს ზღვარზე გასული ციფრები უფრო მეტად ამყარებს ცვლილების სურვილის ფაქტს.
უფრო მეტად აჩვენებს , რომ ამდენი უკანონობის და მოსყიდვის მიუხედავად , რამდენი ადამიანია ვისაც უნდა ცვლილება.
უკიდურესაც დაჭიმულია პოლიტიკური ზამბარა და ოცნება ვერ აცნობიერებს რა შეიძლება მოყვეს ამას ! შეუძლებელია შეეგუო თავსმოხვეულ უსამართლობას .შეუძლებელია ასე ძალაუფლების შენარჩუნება !
წალენჯიხამ შეძლო? შეძლებენ სხვებიც", - წერს ეკა ბესელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის მერობის არჩევნებში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს
🔴 ხვალიდან საჭიროა 100% მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჟანგბადი მოვიმარაგოთ - გიორგი ფხაკაძე
1791816026
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს
„საბედნიეროდ, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სოციალურ პროექტებზე მეტი დაიხარჯოს“, - გა...
1791813382
საზოგადოებაპროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურ...
1791812698
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. რო...
1791812228
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...
1791811110
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...




























